EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჩინელი ინვესტორები გურიაში ჩაის პლანტაციების აღდგენაში 500$ მილიონს ჩადებენ »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-03-06 18:03:18
ჩინური ინვესტიციით საქართველოში 12 ათასი ჰექტარი ჩაის აღდგენა იგეგმება, რაშიც 12 წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა. ჩინური კომპანიები ჩაის პლანტაციებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში აღადგენენ, სადაც ადგილობრი მოსახლეობა დასაქმდება.
“ძალიან დიდი ერთობლივი პროექტი დავიწყეთ ჩაის მიმართულებით, ეს არის ,,საქართველოს ჩაის ინდუსტრიის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის კომპლექსური პროექტი“, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული ჩაის კულტურების აღდგენას, ზოგან კი მათ შეცვლას, ისინი ფიქრობენ ასევე ათეულობით ფაბრიკის გაკეთებას, სადაც ჩაის ნედლეულს გადაამუშავებენ, აქვე იქნება განვითარებული ტურიზმის კომპონენტიც, რომ ტურისტები ჩავიდნენ და ადგილზე მოინახულონ პლანტაციები, წარმოება და დააგემოვნონ ჩაი.
ჩინელები მზად არიან ჩაის პლანტაცია 12 ათას ჰექტარზე აღადგინონ, რაც ამჯერად სახელმწიფოს საკუთრებაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა თავიდან დაიწყებენ 4-5 ათასი ჰექტარით და შემდეგ ეტაპობრივად მოხდება დანარჩენი ტერიტორიების ათვისება, რომელიც მათ იჯარით გადაეცემა. ძალიან კარგი საპილოტე პროექტი გაკეთდა წალენჯიხაში, სადაც ჩაი ჩინური ტექნოლოგიით იქნა მოყვანილი და საცდელი ნიმუშები უკვე ჩინეთში გაიგზავნა “ – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, შეთანხმების თანახმად, ჩაის სრული მოცულობა, რომელიც ამ ტერიტორიაზე იქნება მოყვანილი საქართველოში გადამუშავდება და მზა პროდუქციის სახით ჩინეთში ექსპორტზე გავა.
sazogadoeba.ge