EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მცენარეთა ზემოქმედება - რომელი მცენარე რა ენერგიის მატარებელია »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: Amara
თარიღი: 2018-03-06 18:18:32
მანგინის კალანხოე (Kalanchoe mangini) გვიცავს აპათიისაგან და ძალების გამოლევისგან, ებძვის შიდა უარყოფით ენერგიებს. მწუხარება შვიდი მომაკვდინებელი ცოდვათაგან ერთ-ერთია. მისი ენერგიები ამძიმებენ ატმოსფეროს და კეტავენ ბედნიერების არხებს, აზრს უკარგავენ ყველანაირ დადებით წამოწყებას. მანგინის კალანხოე საშუალებას არ აძლევს მწუხარების ენერგიას შეერწყას ბინის ატმოსფეროს, გვიცავს დეპრესიისგან და გვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნება.
კამელია (Camellia japonica) წარმოადგენს სივრცის შესანიშნავ გამწმენდს ნებისმიერი უარყოფითი ენერგიისგან. ის სივრციდან იზიდავს სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის ენერგიას და ადაპტოგენივით მოქმედებს (მივყავართ წონასწორობისა და ჰარმონიისკენ). კამელია საიმედო ფარია გარე ჩარევისაგან იმათთვის, ვინც ვერ იტანს ფორიაქს და ხმაურს, ვინც ილტვის მშვიდი, გაწონასწორებული ცხოვრებისაკენ.
მონსტერა დელიციოზა (Monstera deliciosa) საჭიროა იქ, სადაც უკიდურესად ქაოტური გარემოა და შექმნილ გარემოებათა გამო ყველაფერი თავდაყირა დგას... მონსტერა შთანთქავს არეულობის ვიბრაციებს, ყველა ენერგიას მიმართავს სიმშვიდისა და წონასწორობისაკენ; ის ერთგვარი „კამერტონია“ სივრცეში არსებული ენერგიებისთვის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს რბოლად და მოქნილად, ნაზადაც კი.
გვიმრა - „ოქროს კვეთის“ მცენარე, ის იდეალურად გამოდგება როგორც გარე სამყაროს (გარემომცველი სივრცის), ასევე შიდა სამყაროს (ადამიანის საკუთარი ვიბრაციული ველის) ენერგეტიკული ნაკადების ჰარმონიაში მოსაყვანად. არც ერთ სხვა მცენარეს არ შეუძლია ამ ორი ენერგეტიკული ვექტორის გაწონასწორება, აგრეთვე პარანორმალური უნარების გამოვლენის ხელშეწყობა და ადამიანის დაფარული ძალების გაღვივება. გვიმრას ადამიანები კომპრომისამდე მიჰყავს და შენობის ატმოსფეროში ზომიერების გრძნობას ქმნის.
ოქროსფერი სცინდაპსუსი (Scindapsus aureus) საჭიროა შენობაში, სადაც „ტყვიისებური“ ატმოსფერო სუფევს, როდესაც ადამიანები ჩაციკლულნი არიან მატერიალურ პრობლემებზე და ყოფით წვრილმანებზე, ამის გამო ატმოსფეროში ვერ აღწევენ შემოქმედებითი ენერგიები, იქმნება ენერგეტიკული ვაკუუმი და ადამიანების ფსიქიკა იცვითება. ასეთივე მდგომარეობაა, როდესაც შენობაში ან მეზობლად არის ადამიანი, რომელმაც არ იცის და არც უნდა ცხოვრებით ტკბობა, რომელიც ყველაფერში უარყოფით მხარეს ხედავს და მუდმივად წუწუნებს. სცინდაპსუსს აქვს თვისება, გაწმინდოს სივრცე გამჯდარი უარყოფითი ენერგიებისგან და გარდაქმნას პასიურობის და სიზარმაცის მძიმე ენერგია მსუბუქ შემოქმდებით ენერგიად.
კაშკაშა ეხმეა (Aechmea fulgens) იცავს თქვენს ოჯახს უარყოფითი ენერგიისგან, რომელსაც გამოყოფენ შურიანი და ხარბი ადამიანები. შური და სიხარბე არღვევენ ჰარმონიას, ენერგეტიკულ სივრცეში აჩენენ „ბზარს“, რომლიდანაც სასიცოცხლო ენერგია გარეთ გამოჟონავს. ასეთ სიტუაციაში საუკეთესო დამცავ საშუალებას, ეხმეას გარდა, ტრადესკანციაც წარმოადგენს.
ზოლიან ეხმეას (Aechmea fasciata) აქვს ქალივით ნაზი, რბილი და დამამშვიდებელი ხასიათი. ის იცავს სახლში სიმშვიდეს და კეთილგანწყობას და ამავე დროს მოწყენილობას არ აძლევს საშუალებას შეერწყას ატმოსფეროს, წმენდს სივრცეს აპათიისა და მწუხარების უარყოფითი ენერგიისგან. ეხმეა მოუხდებათ იმ ადამიანებს, ვინც ხშირადაა უხალისო და განაწყენებულ მდგომარეობაში, ან იმათ, ვისაც ხშირად სტუმრობს ტირილის მოყვარული ხალხი.
ყოჩივარდა (Cyclamen) სასარგებლოა იქონიოთ ისეთ სახლში, სადაც ცხოვრობენ ან ხშირად მოდიან ემოციური ადამიანები რბილი, ცვალებადი, უნებისყოფო ხასიათით, რომლებიც დამოკიდებულნი არიან თავის განწყობაზე ან გარშემომყოფთა შეხედულებებზე. საკუთარ ძალებში მათი დაურწმუნებლობის გამო სახლის ატმოსფეროში ჩნდება შიშის ნეგატიური ვიბრაციები, ეს კი შესაძლოა გახდეს ოჯახის წევრების დისკომფორტისა და ავადმყობის მიზეზი. ყოჩივარდა ათავისუფლებს ჩაკეტილ ენერგიას, შეაქვს ატმოსფეროში შთაგონებისა და შემოქმედებითი აღმაფრენის ენერგია, რომელიც ასე აკლიათ უნებისყოფო ადამიანებს. ყოჩივარდების წყალობით ადამიანებს გუნება გამოუკეთდებათ, უჩნებათ საქმის კეთების სურვილი; ეს მცენარე გულგატეხილობისაგან გვიცავს.
ფუქსია (Fuchsia) წმენდს სახლს ჩაგუბებული, „დაჭაობებული“ ენერგიისგან, უნარჩუნებს შენობის ენერგეტიკას ბუნებრივად მოძრავ მდგომარეობას, უზრუნველყოფს მუდმივად ახალი შემოქმედებითი ენერგიების შემოდინებას, ხელს უწყობს უსიამოვნებათა ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევას.
სენპოლია ანუ უზამბარის ია (Saintpaulia) დამამშვიდებლად მოქმედებს სახლის ატმოსფეროზე, თავის გარშემო ქმნის მყუდროებას, ნეტარებისა და სიმშვიდის ატმოსფეროს. მაგრამ ეს სიმშვიდე ძილისმომგვრელი არ არის და გაუნძრევლობისა და გაყუჩების სურვილს არ იწვევს, ეს ის მხიარული სიმშვიდეა, რომლის დროსაც ადამიები არ წუხან წვრილმანების გამო და შინაგანად დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თეთრი იები წმენდენ გარემოს მძიმე ფიქრებისა და ბილწი გრძნობების ვიბრაციებისგან. ეს მცენარეები კარგია იმ ოჯახებისათვის, სადაც პატარა ბავშვებია, ნეგატიური ვიბრაციებისგან მათ დასაცავად. ვარდისფერყვავილიანი და წითელყვავილიანი იები წმენდენ სივრცეს ენერგიების დახშულობისგან და დაძაბულობისგან, რომლებიც ადვილად იწვევენ ადამიანის ავადობას; ეს იები ამსუბუქებენ ბინის ენერგეტიკას.
greengarden.ge