EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საიდან გველის ტყვიით მოწამვლის ყველაზე დიდი საფრთხე - თემურ მიქელაძის რჩევების შემდეგ ბევრ რამეზე იტყვით უარს »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-03-06 22:29:38

საიდან გველის ტყვიით მოწამვლის ყველაზე დიდი საფრთხე - თემურ მიქელაძის რჩევების შემდეგ ბევრ რამეზე იტყვით უარს

ტყვიით მოწამვლა - ლაბორატორია

ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის საშიშროებაზე უამრავი მშობელი ღელავს. ტყვია საკვებსა თუ სათამაშოებში არასერთხელ გახდა მედიის განხილვის თემაც. ეს პრობლემა ჩვენს რეალობაში ახალია და მშობლებს უამრავი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩებათ.
 
ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე
 
თემურ მიქელაძე
 
ტყვიის შემცველობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის მომატებული. ძირითადად მომატებულია დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს გამო. მაგალითად, ტყვიას შეიცავს ბენზინი, თხევადი გაზი, სანელებლები... თუმცა სანელებლებში მაშინ გვხვდება, როდესაც ქიმიურ ნვთიერებებს უმატებენ. განსაკუთრებით, ჩინეთიდან ან ინდოეთიდან შემოტანილ სანელებლებში შეინიშნება, ასევე სხვადასხვა საღებავებში. ჩვენთან ტყვიის შემცველობა მომატებულია სამშენებლო მტვრის გამო. თბილისი ხომ სამშენებლო ქალაქად გადაიქცა. ბევრია უხარისხო საშენი მასალა და თითქმის ყველა მათგანი შეიძლება იყოს ტყვიის შემცველობის. შესაბამისად, ტყვიით მოწამვლა ვითარდება ადამიანის ორგანიზმში მისი ხანგძლივი მოქმედებით და გააჩნია სხვადასხვა კლინიკური სიპტომატიკის მრავალფეროვნება. 
 
რა სიმპტომები ახასიათებს ტყვიით მოწამვლას?
ტყვიით მოწამვლას არა ცალკეული კლინიკური გამოვლინებები, არამედ ზოგადი სიმპტომები ახასიათებს. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ტყვიით მოწამვლა ყველას ემუქრება. თუ პაციენტი სრულფასოვნად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია კალციუმით, ც ვიტამინით და რკინით, მისი ტყვიით მოწამვლა თითქმის ნულის ტოლია... თუ არ იქნება კვებითი ბალანსი, მაშინ შეიძლება ყველას განუვითარდეს. მე ტყვიით მოწამვლის შემთხვევები თითქმის არც შემხვედრია. სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი იყო.
 
 
 
mshoblebi.ge