EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სამი თეთრწვერა მოხუცი - უბრალოდ საინტერესო ამბავი... »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-03-06 22:57:36

უბრალოდ საინტერესო ამბავი

ოდა

ქალი გამოვიდა სახლიდან და დაინახა ეზოში სამი თეთრწვერა მოხუცი. მან ისინი ვერ იცნო და თქვა: „მე არ გიცნობთ, მაგრამ ალბათ მშივრები იქნებით. გთხოვთ, შემობრძანდით სახლში და ჭამეთ რამე.“
„ქმარი სახლშია?“ - იკითხეს მათ.
„არა“ - უპასუა ქალმა - „ის არ არის სახლში“.
„მაშინ ვერ შემოვალთ“ - თქვეს მათ.
საღამოს, როცა მისი ქმარი შინ დაბრუნდა, ქალმა უამბო მას მომხდარის შესახებ.
 
„წადი და უთხარი, რომ სახლში ვარ და მოიწვიე ჩვენთან!“ - უთხრა ქმარმა.
 
ქალი გავიდა და მიიპატიჟა მოხუცები. „ჩვენ არ შეგვიძია ყველა ერთად გესტუმროთ“ - უთხრეს მოხუცებმა. „რატომ?“ - გაუკვირდა ქალს.
ერთ-ერთმა მოხუცმა განუმარტა: „მას სიმდიდრე ჰქვია“ და აჩვენა ერთ-ერთ მეგობარზე. მეორეზე მითითებით კი უთხრა: „მას კი წარმატება ჰქვია. მე სიყვარული ვარ.“ ამის შემდეგ დასძინა: „ახლა დაბრუნდი სახლში და მოელაპარაკე შენს ქმარს, რომელი ჩვენგანის სტუმრობას ისურვებდით.“
ქალი დაბრუნდა სახლში და უამბო ყველაფერი ქმარს. ქმარს ძალიან გაუხარდა: „რა კარგია!“ - თქვა მან. „თუ არჩევანის გაკეთება აუცილებელია, მოდი, სიმდიდრე მოვიწვიოთ. დაე, შემოვიდეს და აავსოს ჩვენი სახლი სიმდიდრით!“
ცოლმა იუარა: „ძვირფასო, არ ჯობია, წარმატება მოვიპატიჟოთ?“
 
მათი გოგონა ამ ყველაფერს კუთხეში მჯდომი უსმენდა. მან მიირბინა მშობლებთან საკუთარი წინადადებით: „არ ჯობია, სიყვარული მოვიწვიოთ? მაშინ ჩვენს სახლში სიყვარული დაისადგურებს!“
 
„მოდი, დავეთანხმოთ ჩვენს გოგონას,“ - უთხრა ქმარმა ცოლს. – „წადი და სთხოვე სიყვარულს გვესტუმროს.“
ქალი გავიდა და ჰკითხა მოხუცებს: „რომელი თქვენგანია სიყვარული? შემოდი ჩვენს სახლში და იყავი ჩვენი სტუმარი.“
 
მოხუცი, რომელსაც სიყვარული ერქვა, გაემართა სახლისაკენ. დანარჩენი ორიც მიჰყვა მას. გაოცებულმა ქალმა ჰკითხა სიმდიდრესა და წარმატებას: „მე ხომ მხოლოდ სიყვარული მოვიწვიე, რატომ მოდიხართ თქვენც?“
 
მოხუცებმა უპასუხეს: „თქვენ რომ სიმდიდრე ან წარმატება აგერჩიათ, ორი ჩვენთაგანი დარჩებოდა ქუჩაში; რადგან თქვენ სიყვარული აირჩიეთ, სადაც ის წავა, ჩვენ ყოველთვის მივყვებით მას. იქ სადაც სიყვარულია, ყოველთვის არის სიმდიდრეც და წარმატებაც!“