EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დუბოვიჩის ღვთისმშობელი »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2013-01-28 16:33:24
ჩერნიგოვის გუბერნიის სოფელ დუბოვიჩში არის ღვთისმშობლის საკმაოდ ძველი ხატი, რომელიც ჩენსტოხოვისას ღვთისმშობლის ხატს ზუსტად მიემსგავსება. გადმოცემის მიხედვით ეს მადლმოსილი ხატი XVI საუკუნეში მდინარე რეტის ნაპირას, ხშირ ბალახში იპოვეს.
სავარაუდოდ, ის დაუვარდა სამხედრო აღალს, რომელსაც საეკლესიო ნივთები მიჰქონდა. მსწყემსმა, რომელიც ფარას მიერეკებოდა, ჯოხი მოიქნია და მოულოდნელად ის ხატს მოარტყა, მან საოცარი შუქით გამოანათა და მწყემსი დააბრმავა. ის მკვდარივით დაეცა მიწაზე და ღვთისმსახურთან უგრძნობლად მიიყვანეს. როცა მწყემსი გონს მოვიდა, ყველას უამბო, თუ რა დაემართა ხატის დანახვისთვანავე.
მღვდელი და ხალხი ერთად წავიდნენ ხატის მოსაძებნად და ის გამოჩინების ადგილას, სამლოცველოში მოათავსეს. ხოლო შემდეგ სოფელ დუბოვიჩის მთავარანგელოზის ეკლესიაში გადაიტანეს.
იმ დროიდან ყველას, ვინც ზეციურ მფარვევლს სარწმუნოებით მიმართავს, ის სასწაულებრივ კურნებას მიანიჭებს.