EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა არ უნდა გავაკეთოთ ჭამის შემდეგ »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-03-14 15:25:45

რა არ უნდა გავაკეთოთ ჭამის შემდეგ

poster-eating

ბევრი ჩვენგანი დროის დეფიციტის გამო, ვაკეთებთ ყველაფერს სწრაფად, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ერთი შეხედვით უწყინარი მოქმედებები ცუდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. მაგალითად: ჩვენ უცებ შევჭამთ და ეგრევე ვაყოლებთ ჩაის, შევრბივართ აბაზანაში და ასე შემდეგ.

 
ბანაობა
take-a-bath
როდესაც ჩვენ ვიღებთ შხაპს ან აბაზანას, ჩვენი სხეულის ტემპერატურა ცოტათი იზრდება, ორგანიზმმა კი ეს მოქმედება, რომ შეაჩეროს ცოტა მეტი სისხლს აგზავნის კანში. ამან კი შეიძლება შეაფერხოს საკვების მონელების პროცესი. იდეალურია იქნება, თუ შხაპს მიიღებთ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.
 
ჩაის დალევა
drinking-tea
ზოგიერთისთვის, ერთი ჭიქა ცხელი ჩაი საჭმლის შემდეგ განუყოფელი ნაწილია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ ეს უწყინარი სასმელი ხელს უშლის მიკროელემენტს რკინის შეწოვაში, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის ორგანიზმში. აქედან გამომდინარე, ჭამის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს ჩაის დალევისგან იმ ადამიანებმა ვისი ორგანიზმიც განიცდის რკინის უკმარისობას, ბავშვებმა და ორსულებმა.
 
ძილი
take-a-sleep
მითი, რომ ძილის წინ ჭამა, ჭარბი წონის უშუალო მიზეზია, უკვე დიდიხანია გაიფანტა. თუმცა ამისგან სხვა ზიანის უარყოფა არ ღირს. ძილის დროს შევსებული კუჭი იწვევს ბევრ დაბრკოლებას, როგორიცაა გულძმარვა, მჟავიანობის გაზრდა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ ლანჩის ან ვახშმის შემდეგ რეგულარულად ძილი ზრდის ინსულტის რისკს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ჭამის შემდეგ უნდა გავიდეს ორი სააათი სანამ დასაძინებლად დაწვებით.
 
ვარჯიში
training-musles
რა მაცდურადაც არ უნდა ჩანდეს, რომ კარგად შეჭამოთ და ეგრევე წახვიდეთ სავარჯიშოთ, ამის გაკეთებას ექპერტები ნამდვილად არ გირჩევენ, რადგან სავსე კუჭზე დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს სლოკინი, გულისრევა და კრუნჩხვებიც კი. ვარჯიში შეგიძლიათ დაიწყოთ ჭამიდან ორი საათის შემდეგ.
 
მოწევა
 
no-smoking
აქტიური მონელების პროცესში, ჩართულია ჩვენი სხეულის თითქმის ყველა სისტემა. ამიტომაც ნიკოტინი შეიწოვება ორმაგი ძალით, რაც ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის. რა თქმა უნდა, უმჯობესია მოწევაზე საერთოდ უარი თქვათ, მაგრამ თუ თქვენ რეგულარული მწეველი ხართ და სადილის შემდეგ მოწევა გარდაუვალია, კარგი იქნება თუ 20 წუთს მაინც მოიცდით.
 
 
adme.ru