EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ტაბახმელაში არაბული ალ-დაბის ვილების მშენებლობა ზაფხულში დაიწყება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2018-03-16 13:32:32
ტაბახმელაში City Green Valley-ის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება. პროექტს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group ახორციელებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ზუსტი თარიღის დასახელება უჭირს, თუმცა მშენებლობა ზაფხულში აუცილებლად დაიწყება.
ტაბახმელაში ე.წ. „მწავნე ქალაქის“ მშენებლობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაანონსდა. მშენებლობის დაწყების ვადებმა კი გადაიწია და ამ დრომდე არ დაწყებულა. როგორც ვახტანგ გურგენიძე განმარტავს, ახალი ქალაქის მშენებლობა დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წელში, დასრულდება.
Green Valley International Real Estate Group-ის ოფიციალურ საიტზე City Green Valley-ის მშენებლობის პროექტის შესახებ აღნიშნულია, რომ ქალაქი რამდენიმე ნაწილიანი იქნება, რომელშიც თანამედროვე დიზაინის საცხოვრებელი სახლები და ვილები იქნება გაერთიანებული.
ქალაქი მოიცავს 10 შენობას, რომელიც სხვადასხვა დიზაინისა და ზომის 510 საცხოვრებელ სახლს აერთიანებს, მათ შორის არის სტუდიური ტიპის ბინები. ქალაქი ასევე მოიცავს რამდენიმე კერძო საცხოვრებელ სახლს, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი სახელი: „ალ-დაბის ვილები“, „ალ-ყალალას ვილები“ და „ალ-ჯუმირას ვილები“.
პროექტი 88 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ტერიტორიის 35% კი მწვანე ნარგავებით დაიფარება. ამასთან, მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან.
პროექტის მიხედვით ახალ ქალაქში შემდეგი მომსახურების ობიექტები განთავსდება: საცურაო აუზები, თურქული აბანოები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, საჯარო ბაღები და საბავშვო ზონები, სუპერმარკეტი, არაბული და თურქული რესტორნები, კაფეები, სილამაზის სალონები და ა.შ.
აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონი დოლარი იქნება.
ამასთან, Green Valley International Real Estate Group-ს საქართველოში მეორე პროექტიც აქვს, ეს არის გონიოში სასტუმრო TWIN TOWERS, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო. თაუერები გონიოში ყველაზე მაღალი იქნება, მათ შორის ყველაზე მაღალი თაუერი 28 სართულისგან შედგება.
bpn | ავტორი: თეონა კენჭიაშვილი