EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა უნდა ვიცოდეთ ქართულ რესტორანში ღვინის შეკვეთისას - 7 რჩევა »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-03-16 13:54:07

რა უნდა ვიცოდეთ ქართულ რესტორანში ღვინის შეკვეთისას - 7 რჩევა

food-wine-pairing

რესტორანში ღვინის შეკვეთა ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ შეიძლება დაზუსტებით არ ვიცოდეთ, რომელ კონკრეტულ კერძთან რომელი ღვინო იქნება უმჯობესი. საქართველოში კი, სამწუხაროდ, ყველა რესტორანს არ ჰყავს ღვინის მრჩეველი სომელიე და ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღება თავად გვიწევს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ თანამეინახეების წინაშეც. მითუმეტეს თუკი, თანამეინახე საპირისპირო სქესს წარმოადგენს და არ გვსურს ღვინოსთან დაკავშირებული ჩვენი ინფორმაციის სიმწირე გამოჩნდეს.
 
სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც აუცილენლად გამოგადგებათ რესტორანში ღვინის შერჩევისას.
 
1. წელიწადის ნებისმიერ დროს პირველ კერძად, როგორც წესი, ბოსტნეულის სალათები შემოდის. სასურველია ვიცოდეთ, რომ ბოსტნეულის სალათებს ძალიან კარგად ეხამება „წინანდალი“ და იმერული კრახუნა.
 
      
 
2. თუკი მოხარშული, ანდა ბოსტნეულთან შეზავებული თევზის კერძი გაქვთ შეკვეთილი, ცოლიკოურის, ან გორული მწვანეს შეხამებას გირჩევთ. შემწვარ თევზთან კი ოცხანური საფერე გესიამოვნებათ.
 
​      
 
3. მძიმე ხორცეულთან, ისეთებთან როგორიცაა: მწვადი, საქონლის ანდა ღორის სტეიკი, ქაბაბი, ყაურმა და სხვა, მშრალად დაყენებულ საფერავს გირჩევთ.​
 
      
 
4. მოხარშულ ხორცთან (ხაშლამა, მოხარშული დედალი და სხვა..) კარგი იქნებოდა ჩინური და კახურად დაყენებული რქაწითელი.
 
     
 
5. რქაწითელი ასევე მშვენივრად შეეხამება დაძველებულ სხვადასხვა ტიპის ყველს.  
 
     
 
6. წვნიან კერძებთან ღვინოზე მეტად მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელებს გირჩევთ.
 
     
 
7. ნამცხვართან და ტკბილეულთან კი, თუკი ღვინის სიძვირეს არ დაერიდებით, ლეჩხუმური უსახელოური იქნება საუკეთესო. ასევე გირჩევთ ხვანჭკარას.
 
    
 
ალბათ შეამჩნიეთ, რომ ჩამოთვლილი ყველა ღვინო ქართულია და რესტორნების უმეტესობაში ამ ღვინოების შეძენა მარტივადაა შესაძლებელი. ევროპული და ოკეანისგაღმა ღვინოების კერძებთან შეხამება კი სულ სხვა თემაა, სხვა კერძებს მოითხოვს
 
 
allwine.ge