EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მაზდა ჟენევის ავტოსალონის საუკეთესო პროტოტიპად დასახელდა »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2018-03-16 14:14:19
Mazda Vision Coupe წლის ყველაზე მნიშვნელოვან ავტოსალონზე წარმოდგენილ კონცეპტ-ქარებს შორის საუკეთესო გახდა. პროტოტიპის დებიუტი 2017 წელს ტოკიოს მოტოშოუზე შედგა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული 18 ავტოექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია. ეს არ არის პირველი ჯილდო, რომელიც Mazda Vision Coupe-მა მიიღო. პარიზის საავტომობილო ფესტივალზე, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართა იაპონური ბრენდის ქმნილება 2017 წლის ყველაზე ლამაზ მოდელადაც დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ „მაზდას“ კონცეპტი 4 კარიან კუპეს წარმოადგენს. მისი ინტერიერი ტყავისა და ხისგანაა დამზადებული და მისი ზედა ნაწილი მთლიანად ეკრანისგან შედგება. ხოლო, რაც შეეხება პროტოტიპის ტექნიკურ მახასიათებლებს, ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია.
autoradio.ge