EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რომელი ნივთის ტარებაა საშიში და რომელი უნდა ატაროთ აუცილებლად? »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-03-28 12:26:06

Zodiac-Stones-scaled

კონკრეტული დღისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ ლითონისა და ასტროლოგიური ქვის ტარება ნებისმიერ ადამიანზე დადებითად იმოქმედებს – თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ.
გარდა ამისა, უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდებით, მოგეცემათ ენერგეტიკული ძალა, რომლითაც ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული პრობლემებისა და ბარიერების გადალახვას. რაც შეეხება ხელოვნური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს, მათი ტარება საშიშია, რადგან ხასიათდება ძალიან დაბალი ენერგოინფორმაციული რესურსებით. ამის გამო კი არანაირი სამკურნალო და წარმატების მომტანი თვისებები არ აქვს. მათი დიდხანს ტარება აქვეითებს ადამიანის მგრძნობელობას. ამიტომ, თუ საკუთარი განცდებისა და ვნებების გამოვლენა გსურთ, ხელოვნური ქვებით დამზადებულ სამკაულებს მაქსიმალურად მოერიდეთ. ქვასთან შეხებისას, მისი ენერგია, ადამიანის სხეულის თითოეულ უჯრედამდე აღწევს. სწორედ ამიტომ, მინერალურ ქვებს ესთეტიკურ-საიუველირო დანიშნულების გარდა, სამკურნალო და მაგიური დანიშნულებაც აქვს. ისინი მფლობელს ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიისგან იცავს, კურნავს სხვადასხვა დაავადებისგან, მოაქვს წარმატება და სულიერი სიმშვიდე. ქვების საშუალებით, ადამიანის ბიოველში არსებული ენერგეტიკული დეფიციტის შევსებაც ხდება, რადგან ქვას პლანეტების შესაბამისი ენერგეტიკა აქვს. ეს ენერგეტიკა საკმაოდ ძლიერია და თუ სწორად შეარჩევთ, თვალსაჩინო ეფექტსაც მალე მიიღებთ.
ქვები შეგიძლიათ, აარჩიოთ როგორც ჰოროსკოპის ნიშნით, ასევე, ფერების მიხედვით – თუ რა უფრო შეესაბამება თქვენს გუნება-განწყობილებას თუ მიზან-სურვილებს, სიტუაციას.
მწვანე ფერის ქვები – კარგია ფულის, ხვავის, ბარაქის, კეთილდღეობის, მატერიალური წინსვლის მოსაზიდად. ასევე, ხელს უწყობს გამრავლებას. ის, დედამიწის, სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს.
აგურისფერ-ცეცხლისფერი ქვები – ენერგიის, მიმზიდველობის, სითბოს, ენთუზიაზმის, გონების სტიმულაციის სიმბოლოა.
ლურჯი და ცისფერი ქვები – წყლის, ცის, მშვიდობის, განახლების, სტაბილურობის, სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ეს ფერი ასოცირდება თავდაჯერებულობასთან, ნდობასთან, მოთმინებასა და ბედნიერებასთან.
შავი ქვები – ეს ფერი აძევებს და შთანთქავს ყოველგვარ უარყოფითს, გვიცავს ბოროტი და ავი თვალისგან. ის, ნაყოფიერებისა და სექსუალურობის სიმბოლოდაც აღიქმება.
ყავისფერი ქვები – ნიადაგისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ასოცირდება სახლთან, კომფორტთან, ერთგულებასთან, რწმენის სიმტკიცესთან, უბრალოებასთან, სასიცოცხლო ძალებთან.
ნაცრისფერი ქვები – აძლიერებს ერთგულების გრძნობას, უსაფრთხოებას, საზრიანობას, თავმდაბლობას, თავშეკავებულობასა და პრაქტიკულობას.
ვარდისფერი ქვები – ამ ფერს მოაქვს სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა, ნაზი გრძნობები, კომფორტი, ქალურობა და ჯანმრთელობა.
იისფერი ქვები – სიმშვიდის, განახლების, სიწყნარის ფერია.
წითელი ქვები – ენერგიის, ჯანმრთელობის, სექსუალობის, ვნების, სიყვარულის, მფარველობის, სიმამაცის სიმბოლოა. ასევე, აგრესიისა და ძალადობის ნიშანი.
ყვითელი ქვები – ინტელექტუალობის, მჭევრმეტყველების, აზროვნების, ფანტაზიის, თავდაჯერებულობის, ინტუიციის სიმბოლოა. ჰაერისა და მზის ფერია. ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან, ოპტიმიზმთან.
თეთრი ქვები – მშვიდობის, სიწმინდის, უმწიკვლობის, თავმდაბლობის სიმბოლოა. ანსახიერებს მთვარეს.
ასევე, უნდა იცოდეთ, რომელი ქვა რას გაძლევთ. მაგალითად, თუ გინდათ, კარიერაში წინსვლას მიაღწიოთ, უნდა ატაროთ ონიქსის ან ქრიზოპრაზის ქვები; თუ გინდათ, გახდეთ კონტაქტური – ტოპაზის ქვა; თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ – მთის ბროლი. ამეთვისტო ადამიანს მედიტაციციაში ეხმარება. აწყნარებს, ამშვიდებს, შთააგონებს და უქმნის უსაფრთხოების განცდას. ამაღლებს ცნობიერებას. ამეთვისტო და ციტრონი გვიცავს ფსიქიკური შეტევისგან, ეხმარება ასტრალურ სივრცეში პროგნოზების უნარის განვითარებას. იოლიტი – იისფერი ქვა, აძლიერებს ფსიქიკურ უნარებსა და შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სულიერ ზრდას. ქარვა – ამ მინერალს მთელი რიგი ჯადოსნური თვისებები აქვს, მაგალითად, აგაცილებთ ცუდს და დაგანახვებთ მომავალს. ქრიზოპრაზი იწვევს ხილვებს სხვა სამყაროებიდან და გეხმარებათ, რომ წინასწარმეტყველური სიზმრები ნახოთ. კვარცი – ამ კრისტალს ისეთი ენერგოსტრუქტურა აქვს, თავისი ნებით შედის „დიალოგში“ ადამიანთან. მთის ბროლი ავლენს ქვეცნობიერიდან მომდინარე ინფორმაციებს, ორგანიზმიდან გამოაქვს ნეგატიური ენერგია და დაცვით უზრუნველყოფს მას. მალაქიტი მის მფლობელს უბედურებისგან იცავს, გააჩნია უნარი, შთანთქოს უარყოფითი ენერგია და იღბლიანობა მოაქვს. ზურმუხტს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, არეგულირებს არტერიულ წნევას. ობსიდიანს, წარმატება მოაქვს და მფლობელს ცოდვის ჩადენისგან იცავს. წითელი იასპი აძლიერებს მეხსიერებას, მფლობელს ენერგიას მატებს. სერდოლიკი აუმჯობესებს განწყობას, მოაქვს წარმატება და სიმდიდრე, აძლიერებს შემოქმედებით აზროვნებას. აქატი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამეთვისტო აძლიერებს ინტუიციას, იცავს ნეგატივისგან, გამბედაობასა და სიძლიერეს მატებს მფლობელს. ციტრონი კი ფინანსური და კარიერული წარმატების მომტანი ქვაა, განდევნის დეპრესიასა და არასასურველ ფიქრებს, აძლიერებს თავდაჯერებულობას.
ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ დღეს, თავისი მფარველი ასტროლოგიური ქვა მართავს და ამ მინერალების ტარება თქვენთვის სასიკეთოა. მაგალითად, ორშაბათს კარგია ატაროთ საფირონი, ლითონებიდან კი ვერცხლი. სამშაბათს კარგია იასპისა და ოპალის ქვები, ლითონიდან კი ფოლადია სასურველი. ოთხშაბათს შეესაბამება ქალცედონი, მწვანე ძოწი და სარდონიქსი. ამ ასტროლოგიური ქვების ტარება წარმატებასაც მოგიტანთ და ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. ლითონების ტარება არ არის სასურველი, უმჯობესია, ხისგან დამზადებული სამკაულები ატაროთ. ხუთშაბათს ტოპაზი და ამეთვისტოა რეკომენდებული, ლითონიდან კი – მელქიორისგან დამზადებული სამკაული, თან, რაც შეიძლება, დიდი და თვალშისაცემი, რომ ცუდი მზერა მათკენ იყოს მიმართული და თქვენ აგცდეთ. პარასკევს ქრიზოლითს ან აქატს მიანიჭეთ უპირატესობა, ლითონიდან კი – სპილენძს. შაბათს შეესაბამება მწვანე ქრიზოპრაზი და იაგუნდი, ლითონებიდან კი – კალისგან დამზადებული სამკაული. კვირა დღეს წარმატებების მომტანია ლალი და ქარვა. ლითონებიდან კი უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ამ დღის ლითონს – ოქროს.
 
 
tbiliselebi.ge