EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ამერიკელმა ექიმმა მასწავლა! ამ ორი ნივთიერების ნარევი პიგმენტურ ლაქებს ძალიან სწრაფად ათეთრებს »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: lolipop
თარიღი: 2018-03-28 13:03:31
მზის სხივების, ჰორმონალური და ასაკობრივი ცვლილებები ხელის, ზურგის, დეკოლტის არესა და სახეზე პიგმენტური ლაქების გაჩენას იწვევს. პიგმენტაცია შეიძლებ ვიტამინების დეფიციტმა, გენეტიკურმა მიდრეკილებამ ან ღვიძლის პრობლემებმა გამოიწვიოს.
როგორც წესი, ასაკობრივი პიგმენტაცია ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. "რჩევების" რედაქციისთვის ცნობილია კანის ეფექტური მათეთრებელი საშუალება, რომელიც სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ დაამზადოთ.
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქა
ინგრედიენტები
1 წითელი ხახვი
1/2 ჭიქა ვაშლის ძმარი
მომზადება და გამოყენება
წვრილად დაჭერით ხახვი
დაჭრილი ხახვი ბლენდერში ჭურჭელში მოათავსეთ და დაასხით ვაშლის ძმარი. დააბლენდერეთ.
მიღებული მასა გაწურეთ. ბამბის დისკი მიღებულ ხსნარში დაასველეთ და პიგმენტურ ლაქაზე წაისვით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, უკვე 2-4 კვირის შემდეგ კანი თანაბარ ფერს მიიღებს.
ნახეთ მსგავსი ვიდეო, თუ როგორ დავივიწყოთ პიგმენტური ლაქა სამუდამოდ.
ნებისმიერი მათეთრებელი კოსმეტიკური პროცედურის წინ, კონსულტაცია დერმატოლოგთან გაიარეთ, რომ მელანომის არსებობა გამოვრიცხოთ. ასე ურიგო არ იქნება, თუ მიღებულ ხსნარზე კანის მგრძნობელობის ტესტს ჩაიტარებთ.
გახსოვდეთ, უფრო მარტივია თავი დაიზღვიოთ პიგმენტური ლაქების გაჩენისგან, ვიდრე გაათეთროთ. თქვენი კანის ყოველდღიური კრემი მინიმალური რაოდენობით მაინც უნდა შეიცავდეს მზისგან დამცავ ნივთიერებებს. თუ სანაპიროზე წასვლას აპირებთ, არ დაგავიწყდეთ სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება.
ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც გამოადგებათ, გაუზიარეთ!
rchevebi.com