EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« დიდი მწუხარება დაისადგურებს, როდესაც ანტიქრისტეს მსახურნი საკვებს, სამუშაოს და პენსიას წაართმევენ ადამიანებს »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2018-04-14 11:58:17

დიდი მწუხარება დაისადგურებს, როდესაც ანტიქრისტეს მსახურნი საკვებს, სამუშაოს და პენსიას წაართმევენ ადამიანებს

პელაგია-რიაზანელი

„დიდი მწუხარება დაისადგურებს, როდესაც ანტიქრისტეს მსახურნი საკვებს, სამუშაოს და პენსიას წაართმევენ ადამიანებს. იქნება ტირილი, ვაება, ბევრი დაიღუპება, გადარჩებიან მხოლოდ სარწმუნოებაში მტკიცენი, რომელთაც უფალი გამოარჩევს. ესენი მის მეორედ მოსვლამდე იცოცხლებენ. როდესაც ღვთის დაშვებით, ანტიქრისტე გამოცხადდება, სასულიერო პირთა დიდი ნაწილი სხვა სარწმუნოებაზე გადავა, მათ ხალხიც გადაჰყვებათ". - წინასწარმეტყველებდა პელაგია რიაზანელი 
„ანტიქრისტე ბევრ ხალხს შეიწირავს მსხვერპლად, მათ საიმედოდ სატანა მოამზადებს. მცხოვან ცხოველებს დაემსგავსებიან ისინი". დღეს ყველამ იცის ეშმაკეული ჩანაფიქრის შესახებ. ამ ხანმოკლე პერიოდისთვის, პელაგია ნეტარ ადამიანებს ურჩევდა, მაისის ცაცხვის ფოთლების შეგროვებას საკვებად. ცაცხვის ფოთლები უვნებელია და საშინელი შიმშილის ჟამს შეიძლება მითი გამოკვება. ღირსი სერაფიმე საროველი ბალახეულებს აგროვებდა და ასე იკვებებოდა. „გაქრება საკვები, არსად იქნება სასმელი წყალი, პაპანაქება სიცხისა და მხეცების ნაკბენებისაგან დაიტანჯებიან ადამიანები. ბევრი სიმწრისაგან თავს ჩამოიხრჩობს. ბევრი ლოცვაა საჭირო, რომ იმ საშინელ ჟამს არ მიაღწიოს კაცმა. განსაკუთრებულად უნდა იკითხოთ 7 ეფესელი ყრმის აკათისტო. შიმშილისაგან თავის დასაღწევად ბევრი მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, მცირენი იტყვიან მასზე უარს. ეს ბეჭედი სამუდამოდ განაშორებს მონანიების მადლისგან დაღდასმულებს, ისინი ვერასოდეს მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს და ჯოჯოხეთში გაეშურებიან! ბეჭედით დაბეჭდილთათვის ანტიქრისტეს საკვები მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ეყოფა, შემდგომ კი მათთვის დაიწყება დიდი ვაება, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი არ მიეცემათ მათ!" - ამბობდა ბრმა პელაგია რიაზანელი.