EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აი რა მოხდა საბჭოთა პერიოდში არყის გამოხდის დროს »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-04-14 12:07:54

აი რა მოხდა საბჭოთა პერიოდში არყის გამოხდის დროს

არყის გამოხდა

საბჭოთა დროა, არყის გამოხდა აკრძალულია და ერთ ყრუ სოფელში ღამით, აბანოში დედაბერი არაყს ხდის. რაღაცა დასჭირდა, გავიდა და ხედავს, მეზობელი ეზოში სიგარეტის მოსაწევადაა გამოსული – სთხოვა – სანამ მოვბრუნდები, მიმიხედეო. ტიპმა ნახა, სახდელი აპარატის მილს ვარცლში წყალი აკლია. აიღო ვედრო და გავიდა წყალზე. ამ დროს შემოვლაზე გასულმა მილიციელებმა დაინახეს, ღამით აბანოდან ბოლი გამოდიოდა – იფიქრეს, აქ რაღაც ხდებაო! შედიან, ხედავენ არყის სახდელ აპარატს და გახარებულები მეარყეს ელოდებიან. შევიდა თუ არა მეზობელი ტიპი ვედროთი, ეგრევე ფურცელი და კალამი მიაჩეჩეს – ახსნა - განმარტება დაგვიწერე, როგორ ხდიდი არაყსო. ტიპი დაჯდა და დაწერა. მილიციელმა წაიკითხა, როჟა შეეცვალა, დაისხა არაყი და დალია. მეორე ეკითხება, რა ხდებაო? ამან ფურცელი მიაწოდა, სადაც წერია: გამოვედი ღამით მოსაწევად, ვხედავ, მეზობლის აბანოს ბოლი ასდის, ვიფიქრე ხანძარია. ვტაცე ვედროს ხელი, მიმაქვს წყალი, რომ ჩავაქრო და ვხედავ – ხანძარი კი არა, 2 მილიციელი დამჯდარა და არაყს ხდიანო!...