EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა არის თეთრი ხმაური »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-05-14 17:38:27
თეთრი ხმაური ისეთი ხმაურია, რომელიც ყველა სხვადასხვა სიხშირის ხმის შერევით მიიღება. თუ ავიღებთ ყველა შესაძლო ტონს, რომლის გაგონებაც ადამიანს შეუძლია და გავაერთიანებთ, თეთრი ხმაური გვექნება.
ზედსართავი სახელი „თეთრი“ ხმაურმა თეთრი სინათლის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო. თეთრი სინათლე ყველა სხვა ფერის სინათლის შერევით მიიღება. ასვეა თეთრი ხმაურიც.
რადგან თეთრი ხმაური ყველა სხვა სიხშირეს შეიცავს, ხშირად სხვა ხმების შესანიღბად გამოიყენებენ. მაგალითად, თუ სამუშაო ადგილას გვერდითა ოთახიდან შემოსული ხმა გვაწუხებს, შეგვიძლია ვენტილატორი ჩავრთოთ. ვენტილატორის ხმა ძალიან მიახლოებულია თეთრ ხმაურთან და სხვა ხმების ჩახშობა შეუძლია.
ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგადად ადამიანის ტვინს ხმების გარჩევა შეუძლია, თუ ორი ადამიანი საუბრობს შეგვიძლია მათგან ერთის ხმა გამოვარჩიოთ, მოვუსმინოთ და გავიგოთ რას ამბობს. ხმების გარჩევა სამი ადამიანის შემთხვევაშიც შეგვიძლია. მაგრამ თუ ჩვენს გარშემო 1000 ადამიანი საუბრობს ვერც ერთი ხმის გამორჩევას ვერ შევძლებთ. ვენტილატორის ჩართვით დაახლოებით ისეტი ეფექტი იქმნება თითქოს 1000 ადამიანი ერტდროულად ლაპარაკობს, ამიტომ გვერდითა ოთახიდან შემოსული ათასმეერთე ხმის გარჩევა შეუძლებელი ხდება.
თეთრ ხმაურს ღამით უკეთ დაძინებაში შეუძლია დაგვეხმაროს. თითქოს ალოგიკურია - თუ ღამით ვერ იძინებ ხმაური ატეხო, მაგრამ ზუსტად ზემოთხსენებული ხმების დაბლოკვის უნარის გამო, თეთრ ხმაურს იმ ხმების დაბლოკვაც შეუძლია, რომლებიც ღამით მოსვენებას არ გვაძლევს.
თეთრ ხმაურს კონცენტრაციაზე და მეხსიერებაზეც აქვს გავლენა. 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანებს თეთრი ხმაურის სფონზე უფრო უადვილდებათ დამახსოვრება, ვიდრე სხვა ხმების ფონზე. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევაში გამოყენებული ხმაური, რომელმაც დამახსოვრების ხარისხი გააუმჯობესა, შიშინის ხმა იყო და არა ისეთი თეთრი ხმაური, როგორიც წვიმის ან ბუნების ხმებია.
უფრო ადრინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ თეთრი ხმაური ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს კონცენტრაციაში და სწავლაში ეხმარება.
თეთრი ხმაურის უამრავი სპეციალური აპლიკაცა არსებობს, რომლებიც შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ Android, IOS მარკეტებიდან.
თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ თეთრი ხმაური ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს. ზოგს თეთრი ხმაურის ფონზე, პირიქით, უფრო მარტივად შეუძლია „შენიღბული“ ხმების გამორჩევა, ვიდრე მისი არ არსებობის შემთხვევაში. მაგრამ თუ უძილობა გაწუხებთ და კონცენტრაცია გიჭირთ, თეთრი ხმაური პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა - ვინ იცის, იქნებ სულაც არ ეკუთვნით იმ უმცირესობას, ვისზეც თეთრი ხმაური უარყოფითად მოქმედებს.