EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისგან? »
კატეგორია: გამონათქვამებიავტორი: admin
თარიღი: 2018-05-14 17:47:36
როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავისი ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს. მით უმეტეს, საზოგადოებას. არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება უნდა ედვას სარჩულად, თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანის, ხალხისთვის. მოტაცებული თავისუფლება მტაცებელთა ხელში როდია თავისუფლება. იგი იქცევა მტარვალობად...
ვაჟა-ფშაველა