EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გურული დგას ბაზარში და მინის ცარიელი ქილა უჭირავს... »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-06-09 01:32:31

გურული დგას ბაზარში და მინის ცარიელი ქილა უჭირავს.
გურული ქალი

გურული დგას ბაზარში და მინის ცარიელი ქილა უჭირავს. 

- რას ჰყიდიო? - მშვენიერი ქალბატონი გაჩერდა მის წინ.
- კოღოს, - უთხრა და დაანახა ქილის კედელზე მჯდარი კოღო.
- კი, მაგრამ კოღოს გაყიდვა ვინ გაიგონა? უფასოდ დაბზუიან, მაგაში ფულს ვინ მოგცემსო? 
- ეს კოღო განსაკუთრებულია, სექსუალური კოღოა და მამაკაცის მაგივრობას სწევსო..
- ეგ როგორო?
- როგორ და საღამოს კარგად რომ იბანავებ და გახვანჩალდები, ახლადგამოცვლილ თეთრეულში რომ ჩაწვები, ეს კოღო ქილიდან ამოუშვი და უთხარი - მოდი კოღო! - მერე თავისი საქმე თვითონ იცისო.
მოკლედ, კაი ბლომად ფული გადაიხადა ქალმა და მიჰყავს კოღო, მარა მაინც ჰკითხა - რომ არ დამიჯეროს, რა ვქნაო?
- აი, ჩემი ტელეფონის ნომერი, დამირეკეთ, მოვალ, ფულს უკან მოგიტან და კოღოს წამოვიყვანო...
ეს ქალი გახვანჩალდა კაათ, ჩაგორდა ლოგინში... ამოუშვა კოღო და ის კიდე ბზულით ჭერზე დაჯდა...
- მოდი კოღო, მოდი კოღო, - ეძახის ქალი, მარა გაგიგონია? ვითომ არ ესმის კოღოს. ზის და არ ინძრევა...
დაურეკა პატრონს, - მოდი, წაიყვანეო.
მოვიდა ის კაცი, ახედა კოღოს, თითი დაუქნია, გალანძღა, სულელი, უნამუსო, იმპოტენტი ეძახა და ბოლოს შარვლის გახდა დაიწყო და თან კოღოს ეუბნება, - იცოდე, უკანასკნელად გისხნი, როგორ უნდა მოიქცე. თუ კიდე ვერ დაიმახსოვრებ, მიგაჭყლეტ მაგ კედელზეო...