EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« 2019 წლის BMW X5 ნაცნობი ვიზუალითა და უამრავი უახლესი ტექ-გაუმჯობესებით »
კატეგორია: ავტო-ტექნიკაავტორი: Sportsmani
თარიღი: 2018-06-12 11:49:53
დღეს პრემიუმ, მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის დიდი დღეა. ჯერ ვიხილეთ ახალი Audi Q8, ხოლო სულ ახლახანს BMW X5-ის მეოთხე თაობის დებიუტი შედგა. ვიზუალურად ის ცოტა უხეშად გამოიყურება და ბევრი ახალი ტექნიკური დანამატი აქვს.
ახალი X5 ინარჩუნებს თავის ნაცნობ ფორმებს, მაგრამ მისი რადიატორის გრილი ახლა ბევრად დიდია. ადაპტირებული წინა ფარები სტანდარტულია, ხოლო BMW-ს ახალი თაობის ლაზერული ფარები დამატებითი. უკან გვაქვს ორ სექციანი საბარგული, პატარა ნივთების მარტივად ჩასადებად. ორივე ნაწილი იღება და იკეტება ავტომატურად.
ვტომანქანის შიგნით, 12,3 ინჩიანი ეკრანების წყვილია - ერთი ინსტრუმენტებისთვისაა, ხოლო მეორე საინფორმაციო-გასართობი სისტემაა. მგზავრებისთვის წინ მექანიკურად რეგულირებადი სავარძლებია გათბობით. ასევე დამატებით შეგიძლიათ ვენტილაცისაა და მასაჟის რეჟიმის ჩართვა. მომხმარებელს ასევე შეუძლია გამანაწილებელი მოწყობილობის მოდერნიზაცია და Bowers $ Wilkins-ის სტერეო სისტემის დაყენება, რომელსაც 20 დინამიკი და 1500 ვატიანი სიმძლავრე აქვს.
მყიდველს ორი არჩევანი აქვს. მას შეუძლია შეიძინოს BMW X5 xDrive 40i - 3 ლიტრიანი, ტურბოჩაბერვიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 335 ცხენის ძალას და 95კმ/სთ-ს გადის 5,3 წამში. მეორე ალტერნატივა გახლავთ X5 xDrive 50i - 4,4 ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ძრავით, რომელსაც 456 ცხენის ძალა აქვს და 95კმ/სთს გადის 4,6 წამში. ორივე ძრავს 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს და 4 წამყვანი თვალი. დამატებით კი ორივეს მოჰყვება ჩამკეტი უკანა დიფერენციალი.
ახალი X5-ი, სტანდარტული დინამიური ამორტიზატორებით, გზაზე წესით კომფორტული უნდა იყოს. თუმცა მყიდველს საშუალება აქვს გააუმჯობესოს დამატებითი Adaptive M Suspension Professional-ით ( ადაპტირებული M-ის დაკიდების სისტემა), რაც აქტიური ლილვის სტაბილიზაციასა და უკანა თვლების რეგულირებას უზრუნველყობს. ასევე დამატებით ხელმისაწვდომია პნევმატური დაკიდების სისტემა, რომელიც კიდევ უფრო მოქნილს ხდის ავტომანქანის სვლას და აძლევს საშუალებას დაწიოს ან აწიოს საგზაო ღრეჩო (ქლირენსი) მთელი 1,6 ინჩით.
ავტომანქანის მართვა კიდევ უფრო მარტივია, მძღოლის სტანდარტული ასისტენტით, რომელიც ახორციელებს ბრმა წერტილებისა და ფეხით მოსიარულეთა მონიტორინგს. იგი მძღოლს საგზაო რიგიდან გადასვლის გაფრთხოლებას აძლევს, ასევე უკანა და წინა შეჯახების გაფრთხილებას და ქალქში შეჯახების შერბილებას უზრუნველყოფს. სურვილისამებრ, შესაძლებელია ასისტენტის გაუმჯობესება - Active Driving Assistant
Professional-ით, რაც ზემოთ ჩამოთვლილს ამატებს - საცობში მოძრაობისა და საგზაო რიგში სიარულის შენარჩუნების დახმარებას, საგზაო რიგში ავტომატურ გადასვლას და შეჯახების თავიდან აცილების კიდევ უფრო გაძლიერებულ დახმარებას.
2019 წლის X5, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნოემბერში გამოჩნდება. კომპანია ავტომობილის ღირებულების გამჟღავნებას, მის გაყიდვაში ჩაშვებამდე არ აპირებს.