EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« გონიერი ადამიანები - ღარიბი ცოლ-ქმარი »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-07-02 18:47:20
ერთი ღარიბი ცოლ-ქმარი კარაქს ამზადებდა, მეორე დღეს ეს კარაქი კაცს მაღაზიის მეპატრონესთან მიჰქონდა და აბარებდა. კარაქს ღარიბი კაცის ცოლი წრის ფორმას აძლევდა, რომლის წონაც ერთ კილოგრამი იყო. თანხა, რომელსაც ვაჭარი ღარიბ ცოლ-ქმარს უხდიდა, მათ ძირითად საარსებო საშუალებას წარმოადგენდა.
ერთხელაც მაღაზიის პატრონი დაეჭვდა, რომ კარაქის წონა ერთი კილოგრამი არ იყო და გადაწყვიტა გადაემოწმებინა. მან სასწორზე აწონა კარაქი და ნახა, რომ ის 900 გრამს იწონიდა. ამან ძალზე გააბრაზა ვაჭარი და მეორე დღეს, როცა ღარიბმა მას კვლავ მიუტანა კარაქი, უკმაყოფილოდ უთხრა: ”მე აღარ ავიღებ კარაქს შენგან, შენ მატყუებდი. კარაქის რგოლები ერთ კილოგრამს კი არა, 900 გრამს იწონის. მომშორდი, არ მოგცემ იმის უფლებას, რომ მომატყუო. ამას როგორ მიბედავდი?”
ღარიბი კაცი გაწითლდა, ეტყობოდა, გულზე მოხვდა ვაჭრის სიტყვები, შემდეგ წყნარად უპასუხა: “ჩვენ, ღარიბებს, სასწორი ვინ მოგვცა? გახსოვს, მე შენთან ერთი კილო შაქარი ვიყიდე. სწორედ მას ვიყენებდით მე და ჩემი ცოლი კარაქის ასაწონად-ო.”
ვაჭარი გაშრა, ხმა ვეღარ ამოიღო და უსიტყვოდ შებრუნდა მაღაზიაში.
გახსოვდეთ, რომ თქვენი საზომით გაგზომავენ თქვენც – ეს არასოდეს დაივიწყოთ!!!