EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« Bloomberg-ი 10 ყველაზე წარმატებულ სამომავლო ბიზნესის რეიტინგს აქვეყნებს »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: juloboy

თარიღი: 2018-07-03 13:21:17

ტურიზმი კოსმოსში და სხვა უცნაური და პერსპექტიული წამოწყებები

ბიზნეს იდეა

დაუჯერებელი, მაგრამ პერსპექტიული - ერთი შეხედვით აბსურდულ ბიზნესიდეებს, რომლებიც მომავალში მძლავრ ბიზნესინსტრუმენტებად ან/და წარმატებულ ბიზნესად შეიძლება, ვიხილოთ, განვითარების შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეს. ერთ უკვე განხორციელებულ ბიზნესს ყოველთვის ახალი ბიზნესიდეა მოჰყვება, რომელიც, თავის მხრივ, ადამიანის გონებას კიდევ რაღაც ინოვაციურს კარნახობს. მაგალითად, ავტომობილების შექმნამ მოგვიანებით ისეთი ბიზნესის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი, როგორიცაა, ავტოსახელოსნოები, დისტრიბუცია და ა. შ. სკეპტიკური თვალით უყურებდნენ ისეთ გამოგონებებს, როგორიცაა ინტერნეტი და სმარტფონები, თუმცა სწორედ ინტერნეტი გახდა გიგანტი ონლაინკომპანიების - ამაზონი და ინტერნეტაუქციონი (eBay.com) - შექმნის საფუძველი.

საქმიან სამყაროში ყველაზე წარმატებულები ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც კონკრეტულ ნიშას ბაზარაზე კონკურენციის გაჩენამდე დაიკავებენ. ბუნებრივია, ყოველ ახალ საქმეს გარკვეული რისკებიც ახლავს თან, თუმცა ვისაც საკუთარი ბიზნესის აწყობა სურს, კარგი შემოსავალი ხიბლავს, ამასთან, მიზანდასახული და საქმეზე ორიენტირებულია, ეს დაბრკოლებად არ უნდა აქციოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გარისკოს.

Bloomberg-მა იმ რეალური მომავლის ბიზნესის ათეული გამოაქვეყნა, რომელიც უახლოეს მომავალში საკმაოდ მომგებიან სფეროებად შეიძლება, ვიხილოთ.

1. სუფთა ჰაერი ბოთლებში

თუ წყლის ყიდვა ბოთლითაა შესაძლებელი, რატომ უნდა იყოს შეუძლებელი სუფთა ჰაერის შეძენა ამავე მეთოდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰაერი მთელს მსოფლიოში დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ბინძურდება?! სუფთა ჰაერის ბოთლებით „გამოშვების“ იდეა კანადურ კომპანიას „Vitality Air“ („სასიცოცხლო ჰაერი“) ეკუთვნის, რომელმაც თავდაპირველად იხუმრა და ჰაერის დაბინძურება ე.წ. „მთის სუფთა ჰაერი ბოთლებით“ გამოშვებით გააპროტესტა. ხუმრობა ბიზნესად მას შემდეგ გადაიქცა, რაც ჩინეთმა აღნიშნულით დაინტერესება გამოთქვა. კომპანიამ 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთს 12 000 ბოთლი სუფთა ჰაერი მიჰყიდა. „Vitality Air” - ის ბოთლის ღირებულება, რომელშიც 150-200 ჩასუნთქვა სუფთა ჰაერია ჩატუმბული, 20-32 დოლარამდე მერყეობს.

2. ელექტრომობილების დამმუხტავი სადგურები

ელექტრომობილები ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ელექტრომანქანების ინფრასტუქტურის კომპანიის „Coulomb Technologies“ აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ ლოუენთალი აცხადებს, რომ ელექტრომობილების დამმუხტავი სადგურების არსებობა ელექტრომობილების გაყიდვას ხელს კიდევ მეტად შეუწყობს. მისი თქმით, ბევრი ელექტრომობილს იმიტომ არ ყიდულობს, რომ მძღოლი დასამუხტად საკმარისი სპეციალური ადგილების არსებობის პრობლემას აწყდება.

3. ტურიზმის განვითარება კოსმოსში

ბერძენი ფიზიკოსი, ინჟინერი და მეწარმე პიტერ დიამენტისი, რომელიც კომპანია Space Adventures („კოსმოსური თავგადასავლები“) თანადამფუძნებელია, აცხადებს, რომ კომპანია 3-4 წელიწადში ტურიზმის განვითარებას მთვარეზე აპირებს. მისი თქმით, ერთი ტურისტის გამგზავრების ფასი, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარი ეღირება.

4. კოსმოსური სასტუმროები

კოსმოსში ტურიზმის განვითარება და ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა კოსმოსში სასტუმროების არსებობას მოითხოვს. ბერძენი ფიზიკოსის, პიტერ დიამენტისის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, კომპანიები კოსმოსში სასტუმროების აშენების საკითხზე აქტიურად მუშაობენ. რუსულმა კომპანიამ Orbital Technologies-მა პირველი კომერციული სასტუმროს პრეზენტაცია უკვე გამართა.

5. ვერტიკალური ფერმა

2014 წელს საკრამენტოში ვერტიკალური ფერმა შეიქმნა, სადაც სალათის ფოთოლი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა და მარწყვი მოჰყავთ. „ვერტიკალური ფერმების“ შექმნის იდეა მცენარეების გვალვიან და დაბინძურებულ მიწებში მოყვანის შეუძლებლობამ წარმოშვა. სოფლის მეურნეობის ექსპერტები ვერტიკალურ ფერმის იდეას მსოფლიოში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

6. რობოტი მექანიკოსი

ცხელ წერტილებში, როგორიცა ერაყი, ავღანეთი და სირია, ათასობით რობოტი ზიანდება. ისინი ჯარისკაცს ანაცვლებენ და შესაბამისად, თავდაცვის სფეროში მოწინააღმდეგე მხარის გასანადგურებლად აქტიურად გამოიყენებიან. რა თქმა უნდა, არსებობს მექანიკოსი რობოტიც, რომელიც დაზიანებული რობოტის შეკეთებას ახდენს, მაგრამ არ არსებობს დაწესებულება, სადაც გაფუჭებულ რობოტს ნებისმიერი ადამიანი ერთ ადგილას მიიტანს, ანუ ისეთი სერვისცენტრი, როგორიც კომპიუტერის შემკეთებელი ცენტრია. დღეისთვის 13 მილიონამდე რობოტი არსებობს და რობოპოპულაცია მზარდია. ჯარისკაცი რობოტის გარდა, არსებობს ჭურჭლის მრეცხავი, დამლაგებელი ან მიმტანი რობოტები, რომლებსაც დროდადრო შეკეთება სჭირდებათ.

7. “კარდაკარ“ გამყიდველი

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რამდენიმე წელიწადში ბიზნესის განვითარებას ხელს “კარდაკარ“ გამყიდველის პოზიცია შეუწყობს. ზოგიერთ კომპანიას ასეთი გამყიდველი უკვე ჰყავს. ის პროდუქციას რეკლამას უკეთებს და პოტენციურ მყიდველებს სთავაზობს, თუმცა აღნიშნული სერვისი ჯერჯერობით დიდ მოგებას ვერ იძლევა.

8. ველოსიპედების შემკეთებელი სახელოსნო

ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო, ბევრ ქვეყანაში მოქალაქეებმა ავტომანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ველოსიპედებით ჩაანაცვლეს. ანალიტიკოსების შეფასებით, რამდენიმე წელიწადში ველოსიპედების მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, რაც დღის წესრიგში ველოსპედების შემკეთებელი სახელოსნოების გახსნის აუცილებლობას დააყენებს.

9. მზის ენერგიის პანელების ინსტალატორი

უფასო ელექტროენერგიის მისაღებად მზის პანელების გამოყენება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ენერგოსექტორის ანალიტიკოსების პროგნოზით, 10 წელიწადში მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიას მზის პანელების საშუალებით მიიღებს, რაც ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს.

10. ვეტერინარია

ოჯახებში ცხოველების ყოლის სურვილი ბოლო რამდენიმე წელიწადთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. ამერიკული სამედიცინო ასოციაციის, „Basic Life Support”-ის ვარაუდით, 2020 წლისთვის ვეტერინარებთან მიმართვიანობა 36%-ით მოიმატებს, რაც ვეტერინარული კლინიკების და შესაბამისად, სამუშაო ადგილების რაოდენობასაც გაზრდის.