EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ასე იყო ეს ამბავი, ერთ სიტყვასაც არ ვამატებ »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: kreta

თარიღი: 2018-07-03 13:39:28

ასე იყო ეს ამბავი, ერთ სიტყვასაც არ ვამატებ

lgbt

ასე იყო ეს ამბავი, ერთ სიტყვასაც არ ვამატებ :)).....ვინმე განსხვავებული ორიენტაციის კაცს ან ქალს ხომ არ იცნობ? - შემეკითხა 10 წლის უნახავი მეგობარი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შემომხვდა ტრანსპარანტით: "I'm gay!"
- არა - დავიმორცხვე მე - არაფერში არ გამოადგები რა კაცს - დამტუქსა მეგობარმა, მერე შემათვალიერა, ხელის უსწრაფესი მოძრაობით თავზე უცნაური სვიტერი წამომაცვა, ზურგზე რაღაც წარწერა მომაწება, ცოტა ნაზად გაიარეო, მითხრა და წინ გამიძღვა. ჩემი ძმაკაცი მოკრივე იყო, უბანში პირველ დამრტყმელად ითვლებოდა, ორ ლიტრ ღვინოს სვამდა ერთ დალევაზე, და მისგან განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების დაცვა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა.- გიკვირს, ხომ? - მიმიხვდა მეგობარი და თავის ოფისში შემიძღვა - არასამთავრობო გავხსენი, რა მექნა აბა. - ჰიბრიდული სიმინდი დავთესე და დავიქეცი, მერე მცირე ბიზნესი დავიწყე, მაგრამ ამ გადასახადების გადამკიდე, იქაც ვალები დამედო, ჰოდა, ეს მოვიფიქრე. ვიცავ ამ ტკბილ და საყვარელ ხალხს, და გრანტს გრანტზე მაძლევენ. ნახევარი ვალები გავისტუმრე უკვე. ჰო, ისა, შენ კიდევ უმუშევარი ხარ, არა? შენი დახმარება დამჭირდება. გეი გინდა იყო, ტრანსსექსუალი თუ სხვა რამ? - არ ვიცი, დავიბენი მე.- თქვი, ნუ გეშინია, - გამამხნევა მეგობარმა, - ფულს ერთნაირად აიღებ, აგერ, ჩემი ბიძაშვილი გავამწესე ტრანსსექსუალად, თუ გინდა, დაგაწყვილებთ.- რამდენია ხელფასი? - საქმიან საუბარზე გადავედი მე.- ესე იგი ხელფასი ნაწილდება ასე... შეურაცხყოფა - 100 დოლარი, შეურაცხმყოფელის გატკუცვა - 200 დოლარი, კარგად გალახვა - 500 დოლარი - ძალიან კარგი. - გამიხარდა მე და ტრანსსექსუალად ჩავეწერე, მერე კი ხელფასის საშუალო ვარიანტი - შეურაცხმყოფელი გატკუცვა მოვითხოვე.
- გავედით - თქვა ჩემმა მეგობარმა ჩემთან მოლაპარაკების შემდეგ - კი მაგრამ, ვინ უნდა გვცემოს? - ვიკითხე მე.
- მოიცა, გადავურეკო, კარგი გამახსენე შენ, ხო იცი - თქვა ჩემმა მეგობარმა და ტელეფონს დასწვდა...
- ალო.
- ჰო, რაც შეიძლება დიდი მხარ - ბეჭი რო ქონდეთ...
- ბაზარი არაა, საღამოს შევიკრიბოთ, ძაან არ მცემო, შე ჩემა...
- კარგი, გელოდები! 
- ესეც ასე, - ხელები მოიფშვნიტა ჩემმა მეგობარმა, მერე ტრანსპარანტი ,I'm gay!" აიღო, რუპორი მოიმარჯვა და ყვირილით გავარდა რუსთაველის გამზირზე. მალე ვიღაც მხარბეჭიანი ხალხიც გამოჩნდა, მათგან ერთი ჩემს მეგობარს მიუახლოვდა და ცემა დაუწყო. ჩემი ბოქსიორი მეგობარი გაინაზა და ყვირილი მორთო...- აი, ნახეთ, როგორ ექცევიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს! 
ამ დროს ვიღაც ბიჭი მეც მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა..- ჯიგარო, შენ უნდა გაგინო, შაურაცხმყოფლად გაგტკუცო თუ გცემო? - მკითხა მან. მე ავუხსენი, რაც მინდოდა. მან კამერიან ბიჭს დაუძახა და როგორც კი ობიექტივი ჩემკენ მოტრიალდა, მაშინვე მომაფურთხა, მერე მსუბუქად სილაც გამაწნა, თან ისევ ჩურჩულით მითხრა...არ გეწყინოს რა, "ბრატ", ხომ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია...და წავიდა. სწორედ ამ დროს, როცა ყველაფერი დამთავრებული მეგონა, სად იყო და სად არა, პატრულის მანქანა გამოჩნდა. ორი ზორბა პოლიციელი პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. გაქცევა დავაპირე, რადგან გეგმაში პატრული ნახსენები არ იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე, დამიჭირეს, ხელები გადამიტრიალეს და პირდაპირ მანქანაში შემჩურთეს. "ახია ჩემზე," - ვფიქრობდი გულში და ჩემს მეგობარს ვაგინებდი, თუმცა ჩემდა გასაოცრად, მანქანა "ვარდების მოედანზე" გაჩერდა - ჩადი ძმაო, და შევხვდებით კიდევ - გამიღიმა ერთმა პატრულმა. მოკლედ, ყველაფერი კარგად დამთავრდა....
საღამოა. გეები, ტრანსსექსუალები, ლესბოსელები და მხარბეჭიანები რესტორანში ერთად ვსხედვართ, მხოლოდ პატრულის თანამშრომლები არ არიან - ბოდიში მოიხადეს, მორიგეები ვართო. ჩემი მეგობარი თამადაა, ხელში ორლიტრიანი ყანწი უჭირავს და თავის ბიძაშვილსა და ჩემს მეწყვილე "ტრანსსექსუალთან" ერთად მეობის სადღეგრძელოს სვამს.......

 

მამუკა მჭედლიშვილი