EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« აი რას წერს ოტია იოსელიანი... »

კატეგორია: გამონათქვამები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-07-03 14:07:41

აი რას წერს ოტია იოსელიანი...

ოტია იოსელიანი

– მზეს საქმესთან უნდა დახვდე! საქმემდე თუ მზემ მიგასწრო, ვეღარაფერს გააკეთებ და ესე იგი დრო დაკარგე. 10 საათზე მწვანე ჩაის ვსვამ. დანაყრებული კაცის გაკეთებული საქმე არ არსებობს! ასე რომ იყოს, მაშინ ლუარსაბს უნდა დაეწერა "ვეფხისტყაოსანი". ყველაფერს მშივრები აშენებდნენ. შაქარს არ ვხმარობ, აკრძალული მაქვს, რადგან თეთრი სიკვდილია. თაფლს ვიღებ, ოღონდ ნამდვილს. ფუტკარი ჩვენ გვყავს. ჩემი შვილები არაფრისმაქნისები არიან, მაგრამ 200 ძირი ფუტკარი კი ჰყავთ. ერთი კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა ჩაი კაცს მთელი დღე გეყოფა. 10 საათზე ჩაის ვსვამ და 4 საათამდე ვმუშაობ. საქმესთან მისვლაა ძნელი, თორემ მერე თვითონ წაგიღებს იგი. დილაობით თავს ვატყუებ – გავალ და ორ მეტრას დავბარავ–მეთქი და ბოლოს ათ მეტრზე ავდივარ, რადგან იგი უკან აღარ მიშვებს. ეს მხოლოდ ჩემი ჩვევა კი არაა, ყველა ქართველ კაცს ჰქონდა. პუტინია თუ რასპუტინი, ვეთანხმები, რომ ქართველები გამოყაროს აქეთ! სახლში დაეტიე და შენს გაჭირვებას შენვე მოუარე, კი არ გამოკეტო სახლის კარი! რომ მიადექი ვინცხას სამათხოვროდ... ჩამოიარეთ სოფლებში მაგ ფოტოაპარატით და გადაიღეთ ის ცარიელი სახლები, ბნელი ფანჯრებიდან რომ სიკვდილი იხედება. უნდა შექმნა და გექნება! წადი და ითევზავე, ხე დარგე... ფულიც რომ გქონდეს, იფიქრე ილიასავით – დღეს მე ვის რა ვარგეო. "ბედნიერი ერი" დიდი ასოებით უნდა დავბეჭდოთ და ყველა სახლის კარზე გავაკრათ. მე მაქვს ილიაზე ლექსი, სადაც მიწერია, შენ დროს ერი მართლა ბედნიერი იყო, დღეს უნდა ნახო, რა დღეში ვართ–მეთქი. ძეგლებს კი არ ვუდგამთ გამოჩენილ ადამიანებს, დადგმულს ვიპარავთ, ვყიდით და მერე იმით რესტორანში ვქეიფობთ. იმიტომ რომ გაყიდო, ტრაქტორი იყიდო და მოხნა, კიდევ ხო, მაგრამ...
თბილისში ერთ ღამეს რაც რესტორნებში იხარჯება, მთელ ხელოვნებას შეინახავს. მეორე ღამისასაც თუ დაუმატებ – მეცნიერებას. მინდა, ერთი ლუარსაბის და მეორე დარეჯანის ორდენი ჩამოვაყალიბო. მერე ნახეთ, როგორი ორდენოსნები გვეყოლება! ჩაი მაინც მოვიყვანოთ იმდენი, რომ სხვა ქვეყნიდან არ ვიყიდოთ! კაცი არ იხედება სოფლის მეურნეობისკენ. იმ ადგილებზე აღარც ჩაია, აღარც ყანა. ვუცდით, შავ პურს ვინ გვიწყალობებს. არ უნდა გვაკადრონ ის, რომ რამე გვიწყალობონ... ..

ინტერვიუ: ოტია იოსელიანთან