EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა მოხდება თუ ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღდგენას არ ვახდენთ »
კატეგორია: სპორტიავტორი: admin
თარიღი: 2018-07-03 14:17:21
ფიტნესის სპეციალისტების თქმით, თუ თქვენ ვარჯიშის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში არ აღიდგენთ ენერგიას, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არც გივარჯიშიათ. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ცვლილებები ორგანიზმში ხდება არა ვარჯიშის მიმდინარეობისას, არამედ მას შემდეგ, ვარჯიშის საპასუხოდ. ამიტომაც, რაც უფრო გაცდებით ვარჯიშის შემდგომ 30-წუთიან სავალდებულო მონაკვეთს და დააგვიანებთ აღდგენას, მით უფრო ნაკლებად მიიღებს კუნთების უჯრედები საჭირო ნახშირწყლებს და ცილებს ორგანიზმის არსადგენად და ენერგიით ასავსებად.
ამას გარდა, ორგანიზმს შესაბამისი რეაგირება ექნება კორტისოლის (სტრესის ჰორმონი) მაღალ მაჩვენებლებზე და იმუნურ სისტემას აიძულებს ანთებითი პროცესის სახით გამოიმუშაოს რეაცია. ეს ყველფერი კი ჯამში, ხელს უშლის გლიკოგენის მარაგის აღდგენას და კუნთის ფორმირების პროცესს. მოკლედ, თუ თქვენ სისტემატურად არღვევთ ამ 30-წუთიან ვარჯიშის შემდეგომ აღდგენის აუცილებლობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს მუდმივ სტრესში და ანთებით პროცესში ამყოფებთ. ამიტომაც, ორგანიზმი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ენერგიას ცხიმის მარაგად გარდაქმნის საიმისოდ, რომ შემდეგ ჯერზე როცა ზედმეტად დაიტვირთებით და საჭირო ოდენობის საკვებს არ მიიღებთ, ორგანიზმის მომზადებული შეხვდეს ამ ყველაფერს. ამიტომაც, თუ არ გსურთ რომ საპირისპირო ეფექტი მიიღოთ და მაქსიმალური სარგებელი ქონდეს თქვენს ვარჯიშს, აუცილებლად უნდა დაიცვათო 30-წუთიანი ოქროს წესი.
ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღასდგენად სმუზია, სადაც 3:1 თანაფარდობით უნდა იყოს დაცული ნახშირწყლების მიმართებაზე ცილებთან, თუმცა ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი მეორე იდეალურ ალტერნატივად შეგიძლიათ შემოინახოთ.