EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დამოუკიდებელ კუნძულზე 2022 წელს პირველი კრიპტონაცია გამოჩნდება »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2018-07-03 14:26:07

დამოუკიდებელ კუნძულზე 2022 წელს პირველი კრიპტონაცია გამოჩნდება

ბიზნესმენი და PayPal-ის დამფუძნებელი, პიტერ ტილი წყნარი ოკეანის კუნძულზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას გეგმავს, სადაც ჩვეულებრივი ფულის ნაცვლად, კრიპტოვალუტა იმუშავებს.

პიტერ ტილი, კომპანია Blue Frontier-თან ერთად, მცურავი ქალაქების მშენებლობაშია ჩართული. მათ შეიმუშავეს სახელმწიფოს პროექტი, რომლის ეკონომიკური საფუძველი კრიპტოვალუტა Varyon  იქნება. კუნძულის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.

წინასწარი შეფასებით, ექსპერიმენტისთვის 50 მილიონი დოლარი იქნება საჭირო. თანხების მოგროვება იგეგმება შემოწირულობებიდან და ინკორპორაციის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციების გზით.

პროექტის კონსულტანტის, ნატალი მეზა-გარსიას თქმით, კუნძულზე საკუთარი ეკონომიკური ზონა იარსებებს, რომელიც სრულად დამოუკიდებელი იქნება სხვა ქვეყნებისგან. ამ ხერხით ისინი გეგმავენ ბიზნესისთვის სტაბილური პირობების შექმნას, კურსის მერყეობისგან დამოუკიდებლობას და მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენებისგან შორს ყოფნას.

მეზა-გარსიას განმარტებით, ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც მთავრობის ხელმძღვანელობით ცხოვრება არ სურს. პროექტის შემქმნელთა აზრით, “მცურავი კუნძულის” მაცხოვრებლები ყველა პროცესის დარეგულირებას თავად შეძლებენ. ამავე დროს გაურკვეველია, რა როლს ითამაშებენ პროექტის შემქმნელები და როგორ უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას. თანაც, საკითხავია, ასეთ პირობებში შეძლებენ თუ არა ისინი კუნძულზე ცხოვრებისათვის აუცილებელი ყველა ძირითადი პირობის შექმნას?!

აი როგორ გამოიყურება კუნძულის პროექტი: