EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მისაღებია თუ არა თქვენთვის საპენსიო რეფორმა?
დარეგისტრირებული მომხმარებლები
Xatia
Luna
ako ako
Joni1234
Joni mjavanadze
« რუსეთის მოქალაქმ თბილისის აეროპორტში მომწამვლელი სითხე დააქცია »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2018-07-05 13:40:48
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.