EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საქართველოში მოქმედებს სექტის მსგავსი დაჯგუფება და ცნობილია მორგის ბავშვების სახელით! »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-08-01 10:03:47

საქართველოში მოქმედებს სექტის მსგავსი დაჯგუფება და ცნობილია მორგის ბავშვების სახელით!

მაწანწალა ბავშვები

სადამდე მივედით - საქართველოში მოქმედებს სექტის მსგავსი დაჯგუფება და ცნობილია „მორგის ბავშვების“ სახელით! და ეს გახლავთ არა მხოლოდ მორიგი ინფორმაცია, არამედ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის ნაწილი, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბავშვებს.
 
ზემოთ ხსენებული სექტა, რომელიც მოქმედებს „მიწის ქვეშ განლაგებულ სივრცეში“ აერთიანებს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც მათხოვრობით და სხვადასხვა საზიზღობებით არიან დაკავებულნი, ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ამ ფაქტის შესახებ დუმს ხელისუფლება და ამ ყოველივეს ვიგებთ UNICEF-სგან!
 
ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოსავით პატარა ქვეყანაში UNICEF-ს ანგარიშის თანახმად, არსებობს არაერთი ასეთი მოზარდებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა კი 1800-ს შეადგენს.
 
ვფიქრობ, თუ ამ ციფრს უპატრონო ბავშვების რიცხვს მივუმატებთ, რომლებიც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, შესაძლოა დასახელებული რიცხვი 10-ჯერ გაიზარდოს!
რატომ ხუჭავს ხელისუფლება თვალს ამაზე? მასმედია და საზოგადოება რატომ არიდებს თავს ამ უდიდეს პრობლემას? რატომ არ ვრეკთ განგაშის ზარებს?!
 
უკვე 7 წელი გახდება რაც ვცდილობ მინისტრ სერგეენკოს ეს ავუხსნა, მაგრამ, მისი თქმით, ის ექიმია და არა მინისტრი! მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო ეს ტვირთი და საკუთარი სახსრებით გავხსნა საოჯახო ტიპის მცირე ბავშვთა სახლები ქვეყნის შორეულ რეგიონებში!
 
სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ბავშვები არაკეთილსინდისიერი ოჯახებიდან, გადავცეთ სანდო პირებს და შევუქმნათ მათ ცხოვრების ხელსაყრელი პირობები!
 
მაგრამ არა... სერგეენკო „გაუმტარია“ და თითს იშვერს UNICEF-სკენ, ამბობს, რომ ისინი უკრძალავენ. ის სულ ამბობს, რომ ბავშვი ოჯახს უნდა გადაეცეს და სად არიან ეს ოჯახები და სადაა სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენი ბავშვია გაშვილებული უცხოელზე? ვინ შეამოწმა იღებენ თუ არა სააგენტოში ამისთვის ქრთამებს?! ნუთუ მინისტრი ვერ ხვდება, რომ არავინ აიყვანს ოჯახში კრიმინალ ბავშვს, რომელიც იოლ ფულს არის შეჩვეული, შეჩვეულია ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს, ხშირად გაუპატიურებულია მოზრდილთა მიერ. ასეთი ბავშვების საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში გაგზავნაც კი არ შეიძლება, ისინი გარემოს აფუჭებენ და ქუჩაში მიღებულ „საზიზღარ ცოდნას“ უზიარებენ სხვა პატარებსაც. არადა, თავის დროზე მე ხომ ქვეყნის თითქმის ყველა ბავშვთა სახლი შემოვიარე! უმრავლეს შემთხვევაში, სამინისტრო, ფაქტობრივად, მცირეწლოვან დამნაშავეებს ნორმალურ ბავშვებთან ანაწილებს.
 
ჩემი მოწოდება - უდაბნოში დახმარების მთხოვნელის ყვირილს გავს! მჯერა, რომ მხოლოდ თქვენი სოციალურ ქსელებში აქტიურობა ოდნავ მაინც შეცვლის არსებულ სიტუაციას. ჩემს მოწოდებებს ხომ არცერთი ტელევიზია და არცერთი გაზეთი არ დაბეჭდავს. ყველას ეშინია...
 
მაგრამ ყველაზე პარადოქსული ის ფაქტია, რომ UNICEF-ს მოცემულ ანგარიშზე სერგეენკოს სტრუქტურები მუშაობდნენ და ამისთვის UNICEF-სგან ფულის მიიღეს! საინტერესოა, სად წავიდა შემდგომ ეს თანხები? ნუთუ რომელიმე ბავშვი გადაარჩინეს?
 
გამოდის რომ, ის საქმის კურსშია, მაგრამ გაცნობიერებულად არ იღებს შესაბამის ზომებს და UNICEF-ს საბოლოო დასკვნას ელოდება? დრო კი გადის და სიტუაცია სულ უფრო მეტად მძიმდება!
 
ახლა უკვე ახალ ხელისუფლებაში სერგეენკო დაკავებულია ლტოლვილთა საქმეებით. საბრალო ლტოლვილები!
 
ლ. ჩერნოვეცკი