EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ინგილო მებრძოლმა რუსეთში რუსი მეტოქე დაამარცხა და ქართული დროშა ააფრიალა! »

კატეგორია: სპორტი

ავტორი: sportsmani

თარიღი: 2018-09-05 18:25:04

ინგილო მებრძოლმა რუსეთში რუსი მეტოქე დაამარცხა და ქართული დროშა ააფრიალა!

რუსეთში, კერძოდ კი ეკატერინბურგში შერეული ორთაბრძოლების (m1) ტურნირი მიმდინარეობს, სადაც საკმაოდ უცნაური და ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.
 
ინგილო მებრძოლმა სურაჯ ჰასანოვმა რუსი მეტოქე ევგენი ერშოვი დაამარცხა.
 
ქართველი სპორტსმენი რინგზე ქართული დროშით გამოცხადაა. გამარჯვების შემდეგ კი დროშა ააფრიალა და შესძახა: „საქართველოს გაუმარჯოს“!
 
გამარჯვებისა და დროშის აფრიალების შემდეგ გამომცხადებელიც დაბნეული იყო, თუ რატომ იყო სურაჯი საქართველოს დროშით.
 
ჰასანოვი რუსეთის სახელით ასპარეზობს, თუმცა წარმოშობით აზერბაიჯანის სოფლიდან ითი თალიდან არის. როგორც მოგეხსენებათ ამ ტერიტორიაზე ინგილოები (ჰერები) ცხოვრობენ.
 
აქვე გეტყვით, რომ სურაჯ ჰასანოვის ნამდვილი გვარი იანუღაშვილია.
 
სურაჯმა m1 კატეგორიაში უკვე მესამე ბრძოლა გამართა და ყველა მათგანი მოიგო.