EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« შვეიცარიული სალათი - მარტივი და გემრიელი »
კატეგორია: გურმანიავტორი: admin
თარიღი: 2018-09-06 16:58:44
ტარხუნის ფოთლები – 1 ცალი, საშუალო ზომის 2 ცალი კიტრი, 1 ლიმონის წვენი, საშუალო ზომის 2 ცალი მჟავე კიტრი, კარბონადი – 400 გრ., ძეხვი სერველადი – 400 გრ., საშუალო ზომის მსხალი – 4 ცალი, მოხარშული შებოლილი ქათმის ბარკალი – 400 გრ., მაიონეზი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ტარხუნა გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ავურიოთ ტარხუნა, მაიონეზი და ლიმონის წვენი, გავაჩეროთ. ვიდრე სხვა ინგრედიენტებს მოვამზადებთ, სალათი კარგად იწოვს ტარხუნის გემოს.
კარბონატი, სერველადი და ქათმის ბარკალი დავჭრათ 2,5 სმ. თხელ წვრილ ნაჭრებად. ქათმის ბარკალს და სერველადს წინასწარ მოვაშოროთ კანი.
კიტრი გავთალოთ და დავჭრათ ისეთივე ფორმით, როგორითაც ძეხვი და ხორცი.
მსხალი გავჭრათ 4 ნაწილად, მოვაშოროთ გული და დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად.
ყველაფერი ავურიოთ, დავუმატოთ მაიონეზი და ტარხუნა, დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ მინიმუმ 2 სთ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით