EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მგლის ტატუს ახსნა »

კატეგორია: ყველაფერი ტატუზე

ავტორი: admin

თარიღი: 2018-09-07 10:16:40

მგლის ტატუს ახსნა

Wolf Tattoos

ზოგიერთ კულტურაში ისინი ღამის მტაცებლები არიან, ნადირობენ ჩვენზე ღამეულ კოშმარებში. სხვაგან მგლები არიან კეთილშობილი მეომრები, დიადი ლიდერები, და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლნი. ასეთი მრავალფეროვანი რეპუტაციის მიუხედავად, გვეჩვენება რომ მგელი ერთ-ერთი ყველაზე შეუცნობელი არსებაა უძველეს ფოლკლორში. ინგისური სიტყვა მგელი 'wolf' წარმოიშვა გერმანიაში გერმანული სიტყვა 'wulfaz'. ამ უძველესი კულტურის კონტექსტში, მგლები დანახულია სასტიკ და უშიშარ მეომრად. მისგან წარმოშობილი სახელებია ვულფგანგ, ვულვსბეინი, ვულმირი და ა.შ. მგელი ცნობილია მისი მკვლელის ჟინით, ნადირობის სტილით, მთვარის შემყურე ძალის წამრთმევი ყმუილით რაზეც უძველეს ადამიანებს სისხლი ეყინებოდათ ძარღვებში.
 
Wolf Tattoo
 
მგლის ტატუს მნიშვნელობაა:
 
ერთგულება
ოჯახი
კომუნიკაცია, ურთიერთობა
იღბალი, ნაყოფიერება
ხელმძღვანელობა და მეურვეობა
მტაცებლის ძალა და სიძლიერე
ინტელექტი
თანაგრძნობა
 
მთვარის და მგლის ტატუ
 
Moon and Wolf Tattoos

ბევრ ევროპულ და ადგილობრივ ამერიკულ ტრადიციებში, მგლები არიან მთვარის ქმნილებები, რომლებიც ღამე მაქციებად იქცევიან სავსე მთვარის შუქზე. „მგლის მთვარე" ადგილობრივ ამერიკულ ტრადიციებში, იანვარში აღინიშნება დღესასწაულით, როგორც ტრანსფორმაციის სიმბოლო. ვიკანთა (Wiccan ნიშნავს - თანამედროვე წარმართული ახალი რელიგიური მოძრაობა) კულტურაში. მგელი არის ოჯახისა და საზოგადოების სიმბოლო მაშინ როცა მთვარე ძველ წამართულ რელიგიებში ქალის ღვთაებრივი ნიშანია. მთვარე და მგელი ასევე ნიშანია ძალაუფლების და კომუნიკაციის. მთვარის და მგლის ტატუ წარმოადგენენ ძალას, ტრანსფორმაციას, ქალურობას.

 

 

მომზადდა სპეციალურად საიტისათვის