EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ესტონელები ტყვიის მომატებულ შემცველობას სისხლში საქართველოში ყოფნას უკავშირებენ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-09-11 15:49:24

ესტონელები ტყვიის მომატებულ შემცველობას სისხლში საქართველოში ყოფნას უკავშირებენ

ტყვიის მომატებულ შემცველობას

ესტონეთის ელჩის კაი კაარელსონის სისხლში ტყვიის მომეტებული შემცველობა დაფიქსირდა. იგი არ გამორიცხავს, რომ მის სისხლში ტყვიის მომატებული დონე საქართველოში ყოფნას უკავშირდებოდეს.
 
ელჩის შემდეგ სისხლის ანალიზი იმავე ლაბორატორიაში საელჩოს სხვა თანამშრომლებმაც გაიკეთეს. გერმანიიდან საგანგაშო პასუხები დაბრუნდა.
 
ძალიან მომატებული ჰქონდა ტყვიის დონე სისხლში ესტონეთის კონსულს იურგო ლოს. ესტონეთის კონსული სისხლში ტყვიის მატებას იმას უკავშირებს, რომ თბილისის ქუჩებში ხშირად ფეხით დადის. ის არ გამორიცხავს, რომ დაბინძურებულ ჰაერს უფრო მეტად ისუნთქავს და ტყვიაც სისხლში ამ გზით აღწევს.
 
ელჩის თანაშემწეს ნატალია ფარჯანაძესაც სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული ჰქონდა. ესტონეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ატაშე მარგუს გერინგი ერთი წელია საქართველოშია. მისი და მისი მეუღლის მაჩვენებლები ნორმას არ აღემატებოდა, მაგრამ ტყვიის დონე ძალიან მომატებული მათ სამი წლის შვილის სისხლში აღმოჩნდა.
 
სისხლში ტყვიის მაქსიმალური დონე ქალებისთვის სამოცდაათი უნდა იყოს, მამაკაცებში კი ოთხმოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს.
 
წყარო: resonancedaily.com