EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კანაფის ექსპორტმა ქვეყანას მეტი მოგება უნდა მოუტანოს - გუგული მაღრაძე »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: juloboy
თარიღი: 2018-09-14 14:23:07
ასე შეაფასა პარლამენტის დეპუტატამა "ქართული ოცნებიდან" გუგული მაღრაძემ შსს-ს ახალი ინიციატივა კანაფთან დაკავშირებით.
"უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს. იმიტომ რომ ძალინ რთულია. ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?
კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს ამის პოტენციალი? გუგული მაღრაძე პასუხობს, რომ "ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა. ჰოდა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია, მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას და სადღაც მოიყვანენ ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ კანაფს. ეს იქნება ლიცენზირებული, ეს იქნება დათვლილი იმითი, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის". - განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, შსს-ს ინიციატივით, შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებაართული გახდეს.
დაუჭერს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება შსს-ს ინიციატავას მხარს, გაიტანს თუ არა საკანონმდებლო ცვლილების პაკეტს პარლამენტში და დაუჭერენ თუ არა მხარს მას დეპუტატები, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისს მარიხუანას მოხმარებისთვის კანონით არსებული ყველა სასჯელი გააუქმა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2018 წლის 5 გვისტოს ქადაგებაში ბრძანა: მარიხუანს მიღების ნებადართვა, ჩვენი ერის მტრობაა , ასევე უწმიდესმა მოუწოდა ხელისუფლებას, ნუ დაუშვებთ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნუ დაღუპავთ შვილებს