EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა არის კარმა? »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-09-14 14:40:11
კარმა (სანსკ. कर्म karma ”ქმედება”) — ცენტრალური ცნება ინდუიზმსა და ინდოეთის სხვა რელიგიებში, ცოცხალი არსების ქმედება, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების პირობებს განაპირობებს.
ინდუიზმი ქადაგებს სულის (ატმანი) უკვდავებას და სხეულის სიკვდილის შემდეგ მის ახალ სხეულში დაბადებას. სხეულის შერჩევა, არსების ხელახალი დაბადების ადგილი, მშობელი, ცხოვრების ხანგძლივობა და მისი პირობები განპირობებულია წინა ცხოვრების ქმედების შესაბამისად, ანუ კეთილი ქმედების - კეთილი კარმის - ”ანაზღაურებაა” მომდევნო ცხოვრების უკეთესი პირობები, ბოროტი ქმედებით - ბოროტი კარმით - ატმანი (სული) იმკის ცხოვრების არახელსაყრელ პირობებს.
მცენარეთა და ცხოველთა კარმა (ქმედება) ბუნებრივია, ატმანი 8 400 000 ფორმას ერთი მეორის მიყოლებით იცვლის, ხოლო ადამიანის სხეულის მიღწევისას მის კარმას გააზრებული მნიშვნელობა ეძლევა და იგი თავისი ქმედებისთვის პასუხისმგებელი ხდება.
ადამიანის სხეულში მყოფი სულის დანიშნულება არა კეთილი კარმის დაგროვებაა, არამედ კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანა, კარმისა და დაბადებათა ბორკილებისგან განთავისუფლება და ღმერთთან (პერსონალურ ან უპიროვნო ბრაჰმანთან) შერწყმა.