EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ რომელიც შეიძლება არ ვიცოდეთ »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2018-09-22 00:52:56

ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ რომელიც შეიძლება არ ვიცოდეთ

სხეული

გასაოცარი ფაქტები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს, ჩვენ კი მათ შესახებ არაფერი ვიცით.
 
საშუალოდ, ადამიანის სხეული 7000000000000000000000000000 (შვიდი ოქტილიონი) ატომისგან შედგება.
 
ადამიანები გადაწყვეტილებებს გარეგანი შეგრძნებების ზემოქმედებით იღებენ. ესენია: სურნელის, ფერისა და ხმაურის შეგრძნება. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, მარკეტოლოგებმაც კარგად იციან და წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რაოდენ ეფექტურად იყენებენ ამ ხერხს ჩვენთვის ამა თუ იმ პროდუქტის შემოთავაზებისას.
 
03. თუკი ცოტა გეძინათ და მეორე დღეს სრულ ფორმაში უნდა იყოთ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაზე მარტივია. იმის წარმოდგენა, რომ თქვენ 8-10 საათი გეძინათ, საკმარისია იმისთვის, რომ გამოუძინებელ შემთხვევაშიც კი თავი სრულიად გამოძინებულად და დამშვიდებულად იგრძნოთ.
 
ჭკვიანი ადამიანები ხშირად განიცდიან არასრულფასოვნების კომპლექსს, ხოლო სულელები, პირიქით - ზედმეტად ამპარტავნები არიან და საკუთარ შესაძლებლობებს გადამეტებულად აფასებენ.
 
მეცნიერების აზრით, ადამიანები მარათონში საუკეთესო მორბენალები არიან. არ არსებობს არსება, რომელიც შორ დისტანციაზე სწრაფ სიარულში შეგვეჯიბრება.
 
ადამიანის ორგანიზმის 90%-ს სხვადასხვა მიკროორგანიზმები და სოკოები შეადგენს.
 
ოქციტოცინი და ვაზოპრესინი - ეს ის ჰორმონებია, რომელსაც შეყვარებული ადამიანის ტვინი გამოყოფს. იგივე ჰორმონებს გამოყოფს ტვინი ნარკოტიკ ამფეტამინის მოხმარების დროს.
 
გაგიკვირდებათ, მაგრამ დნმ-ის მიხედვით ბანანისა და ადამიანის გენეტიკური კოდი 50%-ით იდენტურია.
 
ადამიანების ძარღვების საერთო სიგრძე დედამიწას, დაახლოებით, ორჯერ შემოეხვევა.
 
ერითროციტების „შემოვლას“ მთელ ორგანიზმში, დაახლოებით, 20 წამი სჭირდება.
 
ახალშობილების ძვლების რაოდენობა 90-ით მეტია, ვიდრე მოზრდილების. ეს დამატებითი ძვლები კი მოგვიანებით ძირითად ძვლებს შეეზრდება.