EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ მოვუაროთ ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს? »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-09-23 13:40:08
სამკაული გაჭუჭყიანებისა და დაზიანებისგან რომ დაიცვათ, მოიხსენით სა¬ოჯახო საქმიანობისა და კოსმეტიკური საშუალებების (მათეთრებლები, საპნები, სუნამო, აცეტონი) გამოყენებისას.
როგორ მოვუაროთ ოქროს სამკ¬აულს?
ოქროს ძეწკვი, სამაჯური და სხვა უთვლო სამკაული, თუ ძალიან ჭუჭყიანია, ჩადეთ ქილაში (რომელიც მჭიდროდ იხურება) და დაასხით თბილი, საპნიანი წყალი. წყალში დაუმატეთ ცოტაოდენი ნიშადურის სპირტი (ნახევარი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე), შემდეგ შეანჯღრიეთ, ამოიღეთ, გადაავლეთ თბილი წყალი, გააშრეთ და გააპრიალეთ ნატით(“ზამში”). შესაკვრელების ადგილი დამატებით შეგიძლიათ გაწმინდოთ რბილი კბილის ჯაგრისით.
უთვლო ოქროს/ვერცხლის ბეჭედს წაუსვით ტუჩსაცხი და გააპრიალეთ ბამბით ან რბილი ქაღალდით.
ვერცხლეს ყველაზე მეტად ჭამს კოროზია, ამიტომ ხშირად უნდა გაიწმინდოს. კბილის პასტისა და ფხვნილის გარდა, შეიძლება ნიშადურის სპირტის ხსნარი იხმაროთ. დაბინდული და ჩამუქებული ვერცხლის სამკაული შეიძლება ჩავუშვათ ძმრისა და საჭმლის სოდის ხსნარში (2 ს/კ სოდა ნახევარ ჭიქა ძმარზე) ამის შემდეგ ამოიღეთ და კარგად გაწმინდეთ – ახალივით იბრწყინებს.
ვერცხლის ნივთების ბრწყინვალება რომ აღადგინოთ:
სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი დაამატეთ ერთ ლიტრ სარეცხის საპნიან ხსნარს და მიღებულ ნაზავში გარეცხეთ ვერცხლის ნივთები. გახსოვდეთ, მოსევადებული ვერცხლის გაწმენდა ნიშადურის სპირტით დაუშვებელია.
აიღეთ ემალირებული ქვაბი, ჩაასხით ერთ ჭიქაზე ნაკლები წყალი და დაამატეთ 3 სუფრის კოვზი სოდა, შემდეგ კი ჩააწყვეთ თქვენი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. დაადგით ჯამი მაღალ ცეცხლზე, ხოლო როცა წყალი ადუღდება დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. 15 წუთის შემდეგ გამორთეთ და გადმოდგით გაზქურიდან. სოდა სწრაფად და მარტივად აშორებს მეტალს ჭუჭყს და ზედაპირს მბზინვარეს ხდის. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!
სად შევინახოთ?უმჯობესია, ყველა სამკაული დახ¬ურულ ყუთში შეინახოთ. ეს ყუთი შეიძლება თვითონვე იქცეს ტუალეტის მაგიდის სამკაულად. მოარიდეთ სამკაულები მზის პირდაპირ სხივებს და გამათბობლებს. სააბაზანო ოთახი ყველაზე შეუსაბამო ადგილია ძვირფასი ლითონის, განსაკუთრებით კი ვერცხლის სამკაულების შესანახად.