EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ზევსის ტატუს ახსნა, მისი მნიშვნელობა »
კატეგორია: ყველაფერი ტატუზეავტორი: admin
თარიღი: 2018-09-24 18:17:46
ზევსი — ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილს ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა. ოლიმპიელების მეთაური, ტიტანების, კრონოსისა და რეას მესამე შვილი. (ჰომეროსის თანახმად უფროსი შვილი.) ჰადესის, ჰესტიას, დემეტრასა და პოსეიდონის ძმა. ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.
ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.
ის ეკუთვნის მესამე თაობის ღმერთებს რომლებმაც დაამხეს მეორე თაობა-ტიტანები. ლეგენდის მიხედვით, ზევსის მამა კრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანიამ მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა, მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანიას წინასწარმეტყველება.
როცა საქმე ტატუზე მიდგება ის ფავორიტია, განსაკუთრებით კაცებს შორის. ის უზენაესია ყველა ღმერთის ფონზე.
ბერძნული მითოლოგიის ღმერთებს შორის ზევსის ტატუ გამოირჩევა თავისი სიდიადით და ძლევამოსილებით. ზევსის იმიჯი იმ ტიპის ტატუთა რიცხვს მიეკუთვნება, როდესაც პიროვნება ერთი შეხედვით, სრულიად უეცრად შეხედავს სურათს და უცბად შეიძლება გაუჩნდეს სურვილი მისი სხეულზე გადატანისა.
ზევსი მოიაზრება ყველას მამა ღმერთად კლასიკურ ბერძნულ მითოლოგიაში. ის წარმოადგენს საკუთარ თავში ძალასა და ძალაუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის ცის, ელვის, ქუხილისა და მეხის ღმერთი. ზევსის ტატუ შეიძლება დაიხატო მაშინ როდესაც გინდა გქონდეს ტატუ, რომელიც წარმოადგენს ძალასა და ძალაუფლებას. შენ გინდა ინოვაცია და ეს სწორედ ისაა რასაც ეძებდი, წყვეტ კავშირს და განასხვავებ, განაზოგადებ თავს ისეთი ტატუსგან როგორიცაა მაგალითად ადამიანები, რომელთაც მოსწონთ ცხოველების ტატუები.
მომზადდა სპეციალურად საიტისათვის