EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ნურავინ მოიტყუებს თავს ვიღაცეების... »
კატეგორია: რელიგიაავტორი: admin
თარიღი: 2018-09-24 18:29:35
ნურავინ მოიტყუებს თავს ვიღაცეების ლამაზი, მაგრამ ყალბი გამონაგონით, ღმრთის ნებასა და დაშვებულ ნებაზე.
ღმრთისა ნება, სახელმწიფო დროშა არაა, მისი ხალხის ტრაგედია უბედურებისა გამო დაბლა რო ეშვებოდეს და თუმცა კი მე მწარედ ვხუმრობ, -ზოგის გულში კი უგემოვნოდ, - მაგრამ არა ღმრთის, არამედ ამ უგუნურების მთხზველთა მიმართ.
ბიბლიიდან ამაზე, ერთი მოწმობა მაინც რომ გამეგონა მათგან, რბილად ვიტყოდი, რომც არ დავთანხმებულიყავი მაინც, რადგან სიწრფელეში ჩავუთვლიდი, ახლა კი გადავწყვიტე დროდადრო გავთქვა ის, რაც არ წერია წმიდა წერილში, მაგრამ მავანთაგან, წერილისეულად საღდება.
ერთერთია, ეს იდეა ფიქსი მათი და ფაქტიური მითი, ღმრთის ორგვარ ნებაზე და ვერ გაურკვევიათ ჭკუის მასწავლებლებს, რომ ნება ეს არის პიროვნების პიროვნულობის მახასიათებელ ნიშანთაგან ერთერთი უცილობელი და ჩვენი სულის(სამშვინველის) სამ შემადგენელთაგან[გონება, ნება, გრძნობა(უ. ს. ემოცია)]ერთერთი.
მარა რო ჰკითხო, ამაზე ლექციასაც ჩაგიტარებენ, მაგრამ გარჩევა უნდა იმას, რომ თუ ვინმეს გააჩნია, პირდაპირი და ირიბი, სწორი და დაშვებული ნება, ანუ რაიმეზე ნება და ამის გარეშე კიდევ რისმე ნებართვა, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, - ან ეს ვინმე უძლურია, ან მერყევი, ან ცვალებადი ნებისა და ა.შ., ჩამონათვალს გავაგრძელებდი, მასში ისინი, ღმერთს რო არ ჰგულისხმობდნენ.
მაშ აბა რა წერია ბიბლიაში დათო?
აი რა წერია:
რომ. 12:2: "ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული."
რომ. 8:28: "ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ."
რომ. 8:30: "ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა."
რომ. 8:17: "ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ."
... აქ, სრული ტექსტი არ მომიყვანია, მაგ პროფესორთ არა ვგევარ, მოკრძალება მომეთხოვება,.. მაგრამ, მთლიანი მონაკვეთის გადავხედვით, დავინახავთ, რომ თუ ღმერთს ცოცხალ მსხვერპლად მივეძღნებოდით, ყელზე დანამიბჯენილ დასაკლავ ცხვრებივით და გვეცოდინებოდა, რომ ღვთის სიყვარული ყველა სიტუაციასა და ბრძოლაში მოგვწვდებოდა, მაშინ იმისი იმედიც გვექნებოდა, რომ ჩვენს ყველა ამ ტანჯვა - ვაებას იგი, საჩვენოდ, ანუ სასიკეთოდ ჩვენივე დიდებიზა გარდაქმნიდაო და საბოლოოდ მასთან ყოფნიდან, ვერაფერი ჩამოგვაშორებდაო.
აი ესაა სახარების მიმდევარ - გამავრცელებელთადმი ბიბლიური აღთქმა და ამაშია გამარჯვების სიხარულის გვირგვინი, აბა რაფერ გგონიათ, იესო ქრისტეს ტანჯვები, ღმრთის უძლურების მოწმობა იყო, სიტუაციაში რომ ვერ ერეოდა და რა ექნა, მოთმინებით უნდა ეცქირა რა მოხდებოდაო, თუ მისი ყოვლისშემძლეობისა, ყველაფერი რო წინასწარჭვრეტით განსაზღვრა და მისი სიყვარულის უსაზომო ძალისა, რომ ყველაფერს გვპირდება, მის ამ ნებით(სრული შეგნებულობითა და პასუხისმგებლობით)გაღებულ მსხვერპლთან, ანუ ჩვენ გამო ჯვარცმულ ძესან ერთადო?
მე ვფიქრობ რომ ასეა და თქვენ რას იტყვით, გსურთ დარჩეთ გაუეკვევლობაში, თუ გსურთ იცოდეთ ჭეშმარიტება, - რომ ღმერთი იგივეა და არ იცვლება არც თვითონ, არც მისი სიტყვა და ნება და რომ ყოველივე ჩვენს თავს, მისი ნებით ხდება?
დავით სალუქვაძე