EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სებ: 500 ლარის ხელფასის დროს, სასესხო ტვირთი მაქსიმუმ 100 ლარი უნდა იყოს »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-04 15:43:26

სებ: 500 ლარის ხელფასის დროს, სასესხო ტვირთი მაქსიმუმ 100 ლარი უნდა იყოს

lari

2018 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ქვეყანაში სესხების გაცემას დამატებით შეზღუდვებს დაუწესებს.
 
გამკაცრდება ბანკების მიერ სესხის გადახდისუნარიანობის შეფასების ნორმები პრაქტიკულად ყველა ტიპის სესხების გაცემაზე.
 
დგინდება ერთიანი ჭერი თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი – იპოთეკაზე მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი დგინდება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.
 
ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 6 საშემოსავლო საფეხური. წარმოდგენილია კოეფიციენტები არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის.
 
6 საშემოსავლო საფეხური, ეროვნული ბანკის მიხედვით ამგვარია:
 
თვეში 1000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 200 ლარამდე;
თვეში 1000 -3000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 600 ლარამდე;
თვეში 3000-5000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20%, ანუ 1000 ლარამდე;
თვეში 5000-7000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25%, ანუ 1,750 ლარამდე;
თვეში 7000-10000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30%, ანუ 3000 ლარამდე;
თვეში 10000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.
ახალი წესი ნიშნავს, რომ თუ თქვენი ხელფასია 500 ლარი თქვენ ვერ შეძლებთ ერთი წლით აიღოთ 1500 ლარიანი სესხი. რადგანაც ამ შემთხვევაში ყოველთვიური სასესხო ტვირთი 100 ლარს ანუ ყოველთვიური ხელფასის 20%-ს აღემატება. დავუშვათ რომ ისევ 500 ლარია თქვენი შემოსავალი და გადაწყვიტეთ აიღოთ ერთწლიანი საგანვადებო სესხი 1200 ლარის ოდენობით ახალი ტელეფონის შესაძენად. ამ ერთი წლის განმავლობაში თუ თქვენ გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ფორსმაჟორული ვითარება დაგიდგათ, ახალი სესხის აღებას ვერ შეძლებთ, რადგანაც ოფიციალურ საკრედიტო დაწესებულებას არ ექნება უფლება თქვენ დამატებითი სესხი მოგცეთ.
 
2018 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც იპოთეკის გაცემის წესს ეხება. თუ თქვენი საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვა გსურთ და ამ ერთადერთი უძრავი ქონების გარდა არ ფლობთ სხვა საცხოვრებელს, ბანკს ეკრძალება თქვენი გადახდისუნარიანობის დეტალური შეფასების გარეშე დაგიმტკიცოთ სესხი.
 
მომზადებულია ტაბულას მიერ