EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი, – შესჩივის კაცი ძმაკაცს »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-04 16:11:19

მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი, – შესჩივის კაცი ძმაკაცს

ანეკდოტები

მოვკვდი, აღარ შემიძლია მეტი, – შესჩივის კაცი ძმაკაცს, – ჩემი ცოლი მაიძულებს, მასტიკა წავუსვა იატაკს. სულ ძირს ვხოხავ.
– მე გასწავლი, როგორ უნდა მოიქცე, – ეუბნება ძმაკაცი, – რომ გეტყვის ცოლი, მასტიკა წაუსვიო, მაგიდაზე მუშტი დაარტყი და დაიყვირე: "მორჩა, გათავდა!".
ასეც მოიქცა.
– რაო?! – წარბი ასწია ცოლმა, – რა გათავდა?
– მასტიკა, – ამოიკნავლა ქმარმა.
 
 
გოგონამ დაბადების დღისთვის საჩუქრად მოლაპარაკე თუთიყუში მოინდომა. ყველა მაღაზია შემოიარეს და მხოლოდ ერთგან წააწყდნენ.
– იცით‚ მინდა, გაგაფრთხილოთ‚ რომ ეს თუთიყუში ბორდელიდან მოიყვანეს და არავინ ყიდულობს.
– ჩვენ ვიყიდით! – წამოიძახა გოგონამ.
სახლში რომ მივიდნენ‚ გოგონამ გალია თავის ოთახში შეიტანა და გადასაფარებელი მოხსნა.
– ვხედავ‚ აქ ახალი გოგონები მოუყვანიათ! – წამოიძახა თუთიყუშმა.
ოთახში დედა შემოვიდა.
– ოჰ‚ ამის დედაც... მამაშაც შეუცვლიათ!
გინებაზე მამაც შემოვიდა:
– აჰა‚ კლიენტები კი ისევ ძველია. ზურას გაუმარჯოს‚ ზურას! 
 
 
ქალს სახლში მოუვა საყვარელი... 
არადა ბავშვიც სახლშია
ხო და ეუბნება, მიდი შვილო ფანჯარაში იყურე და თან ხმამაღლა ილაპარაკე რას ხედავო...
დადგება ეს ბავშვი ფანჯარაში და მეორე ოთახში მაგრა დასცხებენ ეს დედა და საყვარელი...
ბავშვი დგას ფანჯარაში და ლაპარაკობს:
აჩიკო ველოსიპედზე კატაობს...
ლევანი და ბაჩო ფეხბურთს თამაშობენ...
ლიკა და ნინიკო - წრეშიბურთს...
დათო, გიორგი, ოთო და რეზიკო ჟოპასტენკას...
ნიკას დედას უ###ვენ...
-რაო რა თქვი? - გამოსძახებს დედა...
-ნიკას დედას უ###ავეეენ - გაიმეორებს შვილი
-საიდან ხედავ?
-ეგეც ფანჯარაში იყურება