EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ფსიქოლოგი ჯეიმს პენებეიკერის მეთოდი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2018-10-12 15:47:28
მაშინ როცა ადამიანს დეპრესიული პერიოდი აქვს, სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრი უჭირს. ამ დროს ადამიანი ცხოვრების მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი, სასოწარკვეთილია და არსებული სიტუაციიდან თავის დაღწევის გზას ვერ ხედავს.
პროფესორ პენებეიკერის აზრით, შინაგანი კრიზისის დაძლევა მარტივია. პენებეიკერის მეთოდს 3 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მხოლოდ 20 წუთის გამოყოფა სჭირდება, რომელიც მთლიანად წერას უნდა დაუთმოთ.
ეს 20 წუთი შეუჩერებლივ უნდა წეროთ, რაც თავში მოგივათ. წერა დაიწყეთ მთავარი პრობლემით. აღწერეთ რა მოხდა, დაწერეთ თქვენი აზრი და სიტუაციის გამომწვევი მიზეზები. რა ეფექტი მოახდინმა თქვენზე სიტუაციამ და თავს როგორ გრძნობთ? მთავარია გამოხატოთ თქვენი ფიქრები და ემოციები. დიდი მნიშვნელობა არ აქვს მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობას როგორ აღწერთ. პენებეიკერის მეთოდს „წერით აზრების გამოხატვას“ ეძახიან, რადგან ემოციების - ბრაზის, სიძულვილის, სასოწარკვეთილების, ტკივილის გამოხატვის საშუალებაა. არ იყოყმანოთ და ყველაფერი დაწერეთ.
20 წუთის შემდეგ წერა უნდა შეწყვიტოთ და შემდეგ დღეს განაგრძოთ. ნაწერები არ უნდა შეინახოთ, დაწვით.
ფსიქოლოგი ჯეიმს პენებეიკერმა ეს მეთოდი 1970-იან წლებში განავითარა, როდესაც ის განქორწინების გამო თავს ცუდად გრძნობდა. პენებეიკერმა განქორწინებიდან ერთი თვის განმავლობაში ნორმალურ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდა, მარამ მას შემდეგ რაც თავის მწუხარებაზე წერა დაიწყო თავი უკეთ იგრძნო. 40 წლის განმავლობაში ეს მეთოდი ასობით მოხალისეზე გამოსცადა და ყველამ აღიარა, რომ ნამდვილად შედეგიანია.
ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, ადამიანებს დეპრესია შეუმცირდათ, პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი დაიწყეს და ჩაკეტილობა დაძლიეს.
თუ გრძნობთ, რომ 3 დღის განმავლობაში ყველაფრის დაწერა ვერ მოასწარით, საკუთარი თავი არ შეზღუდოთ. შეგიძლიათ, წერა განაგრძოთ, რადგან მისით ცუდი აზრებისგან და ემოციებისგან თავისუფლდებით და მშვიდდებით.