EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შეერთებულ შტატებში სპორტსმენი ტვინით მკვებავმა პარაზიტმა მოკლა »

კატეგორია: სხვა

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-12 17:54:02

შეერთებულ შტატებში სპორტსმენი ტვინით მკვებავმა პარაზიტმა მოკლა

Naegleria fowleri

შეერთებულ შტატებში 29 წლის სერფერი, ფაბრიციო სტაბილე გარდაიცვალა, მიზეზი პარაზიტი სახელად ლენგრეა ფოლურეა იყო (Naegleria fowleri), რომელიც ადამიანის ტვინით იკვებება. Independent_ის ინფორმაციით, სპორტსმენი 16 სექტემბერს ტეხასში ესტუმრა აუზს, რომელიც ხელოვნურ ტალღებს წარმოქმნის. მან მცირე ხნით ივარჯიშა, რის შემდეგაც თავის ძლიერი ტკივილი დაეწყო. როგორც შემდეგ დადგინდა, პარაზიტის ორგანიზმში მოხვედრის დროდან, ტვინით იკვებებოდა.
 
სპორცმენის დედა იხსენებს, სტაბილე საწოლიდან ვეღარ დგებოდა, დაკარგა ლაპარაკის უნარი.
 
საავადმყოფოში გადაყვანიდან, რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს ის დაიღუპა. ექიმების განმარტებით, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, რადგან დიაგნოზის დასმის დროს მისი ტვინი უკვე ძალიან დაზიანებული იყო.
 
ეს მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი პარაზიტია. დაავადებას იწვევს წყალი, რომელშიც ეს პარაზიტი ბუდობს. დაბინძურებული წყლის ადამიანის ცხვირში აღმოჩენის შემთხვევაში, ის ტვინამდე მიდის და მისით კვებას იწყებს.
 
გავრცელების არეალი
 
ნეგლერია ფოულერას (Naegleria fowleri) მწყობრიდან გამოჰყავს ადამიანის ნერვული სისტემა და იკვებება ტვინით. ამ პარაზიტის არსებობას ორგანიზმში თან ახლავს სიმპტომები: თავის ტკივილი და ღებინების შეგრძნება. 
 
1-ელ აგვისტოს დაფიქსირდა იგივე პარაზიტი გაერთიანებულ სამეფოში. საბედნიეროდ, დაინფიცირებული გოგონას სიცოცხლე დედამ გადაარჩინა. მან შეამჩნია, რომ წყალი სადაც მისი შვილი ბანაობდა იყო დაბინძურებული და პირველივე სიმბტომების შენიშვნის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანა მისი შვილი. ექიმებმა დაადატურეს, რომ გოგოს ჰქონდა ნეგლერია ფოულერი. დროულმა რეაგირებამ შედეგი გამოიღო და გოგო მკურნალობის კურსს გადის.