EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« არასტანდარტული ამოცანების გადაჭრისას ალკოჰოლის ეფექტი დადებითია - პროფესორი ენდრიუ იაროში »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2018-10-13 18:33:56
ენდიუ იაროშმა მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა და მისმა კოლეგებმა 20 კაცზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის
მონაწილეებიც სვამდნენ კოქტეილს - არაყს წვენით. კვლევის მონაწილეები კოქტეილს იღებდნენ მანამ, სანამ ალკოჰოლი სისხლში არ მიაღწევდა, თუმცა არა ინტოქსიკაციამდე. შემდეგ კი მათ სთხოვდნენ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას სიტყვიერად. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა პრობლემების მოგვარების გზები უფრო სწრაფად სწორად მოიფიქრეს, ვიდრე ფხიზლებმა.
„ზოგჯერ ცნობილი მწერლები, მხატვრები და კომპოზიტორები ამბობენ, რომ ალკოჰოლი ეხმარებათ ნაწარმოებების შექმნაში. ასევე ზოგიერთი ადამიანი, ამბობს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ აზროვნებს უფრო უკეთესად. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს განცხადებები შეგვემოწმებინა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი მცირე ჯგუფზე ჩავატარეთ, ჰიპოთეზა სრულად დადასტურდა" - განაცხადა ენდიუ იაროშმა.
Harvard Business Review-მ პროფესორთან ინტერვიუ ჩაწერა და საკითხი რამდენიმე მიმართულებით განიხილა:
საერთოდ არ შეანელებს ალკოჰოლი გონებრივ აქტივობას?
„შეანელებს, თუმცა არასტანდარტული ამოცანების გადაჭრისას ალკოჰოლის ეფექტი დადებითია. ალკოჰოლი ადამიანს ეხმარება ერთი აზრიდან მეორეზე მალევე გადაერთოს, თუმცა ეს მაშინ, როდესაც მისი ორგანიზმში შემცველობა არ არის მაღალი. ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისას პირიქით - ილუზიებთან გამკლავება ხდება ძნელი. მცირედი ზემოქმედების ქვეშ კი ადამიანები უფრო კონცენტრირდებიან ვარიანტებზე და გამოსავალსაც სწრაფად პოულობენ.
არის თუ არა კავშირში ალკოჰოლის აზროვნებაზე მოქმედება სქესთან და ასაკთან?
„ეს ჩვენი მომდევნო კვლევის საკითხია. ახლა ექსპერიმენტი ახალგაზრდა მამაკაცებზე ჩატარდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალებზეც იგივე შედეგი იქნება. რაც შეეხება ასაკს, შესაძლოა მივიღოთ მსგავსი შედეგი, შესაძლოა - არა. გასათვალისწინებელია ის პროცესები, რომლებიც ტვინში წლების განმავლობაში ხდება"
აქვს თუ არა მნიშვნელობა ალკოჰოლის სახეობას?
„ალკოჰოლთან ერთად წვენის მიღება კარგად „ნიღბავს" მის გემოს, ამიტომ ასეთ კვლევებში ძირითადად კოქტეილს იყენებენ, თუმცა ერთხელ ლუდიც გამოიყენეს და შედეგი მსგავსი იყო. ასე, რომ როგორც ჩანს, ნებისმიერი ალკოჰოლის შემთხვევაში ასეა"
როგორ მოვიდა კვლევის იდეა?
„მე ვმუშაობ ლუდის საწარმოში, თუმცა თავად მუშაობისას არ ვსვამ. ჩემი საკვლევი საგანი არაა ალკოჰოლი, არამედ ადამიანის მიერ პრობლემის მოგვარების უნარის გაუმჯობესების პოტენციური გზების ძიება. გახსოვთ ალბათ, არქიმედეს ცნობილი ამბავი, როდესაც აბაზანის მიღებისას აღმოაჩინა ამომგდები ძალა და შეყვირა „ევრიკა". მე ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი, რას მიყავს ადამიანი ასეთ ალღომდე, შორსმჭვრეტელობამდე. ჩემი ერთი კოლეგა კი იკვლევდა ადამიანზე ალკოჰოლის გავლენას და ერთხელ საუბრისას მოგვივიდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარების იდეა. მართლაც არის შესაძლებელი ალკოჰოლმა ადამიანში შემოქმედებითი აზროვნება გააძლიეროს და პრობლემის გადაჭრის სწრაფი გამოსავალი აპოვნინოს? - ჩვენ ვფიქრობთ, რომ - კი. თუკი თქვენ ამის არ გჯერათ, უბრალოდ სცადეთ - როდესაც რაიმეზე კონცენტრირებას ვეღარ ახდენთ, ან ახალი იდეები აღარ გიჩნდებათ; ფიქრობთ, რომ თქვენს გონებას მეტი აღარ შეუძლია - მიიღეთ ერთი ჭიქა ალკოჰოლი და შედეგს საკუთარ თავზე გამოცდით"