EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი, მთაწმინდა არის არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ცენტრი »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-10-20 13:36:58

მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი, მთაწმინდა არის არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ცენტრი

zurabishvili_salome

მთაწმინდა არის ისტორიული უბანი, სადაც აქეთ ახლოს გამოცხადდა ის დამოუკიდებლობა, რომელიც დღემდე გვაერთიანებს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
 
ზურაბიშვილის თქმით, ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტიც იქნება.
 
„გუშინ საღამოს დავასრულე 63 რეგიონალური ცენტრის მიმოვლა, სადაც გამოვედი ყველგან ჩემი სიტყვით, ხედვებით და ეს იყო არაჩვეულებრივი მოგზაურობა საქართველოში. ბუნებრივია, რომ ეს სრულდება აქ, თბილისში და თბილისის 10 რაიონის შემოვლას ვიწყებ აქედან, ჩემს სახლში, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. მთაწმინდა ჩემთვის რჩება იმ განსაკუთრებულ ადგილად, საიდანაც მინდოდა თბილისში შეხვედრები დამეწყო. მე ვიქნები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთაწმინდის პრეზიდენტი. მთაწმინდა არის არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ცენტრი. ეს არის ისტორიული უბანი, სადაც აქეთ ახლოს გამოცხადდა ის დამოუკიდებლობა, რომელიც დღემდე გვაერთიანებს. ეს არის ის დამოუკიდებლობა, რომელსაც მე დავიცავ. ეს მევალება კონსტიტუციით, მაგრამ რომც არ მევალებოდეს, ეს არის ჩემი შინაგანი ვალი იმ ხალხის მიმართ, ვინც აქამდე მოიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობა,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
 
interpressnews.ge