EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მილიონერ მეგრელს გაეპარება ერთადერთი ქალიშვილი »

კატეგორია: იუმორი

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-21 20:54:49

მილიონერ მეგრელს გაეპარება ერთადერთი ქალიშვილი
მეგრელი

ფულში ჩაქცეულ მილიონერ მეგრელს გაეპარება ერთადერთი ქალიშვილი მზე და მთვარე ზედ რომ ამოსდიოდა ისეთი და გაუთხოვდა...გადაირია მეგრელი. ატეხა განგაში. სად არ ეძია, მაგრამ ვერსად კვალს ვერ მიაგნო. მთელი დღის ძებნის შემდეგ საღამოს გაისმის ტელეფონზე ზარი, ურეკავს ქალიშვილი და ეუბნება...მამა, არავის ბრალი არაა, მიყვარდა და ცოლად გავყევი.-სადა ხარ, დამელაპარაკე შვილო, გამაცანი ვინაა.

ქალიშვილმა მამისგან პირობა აიღო, რომ სიძეს არაფერს დაუშავებდა და შეხვდნენ. შემოახტა გოგო წელზე...ვერ გაგიბედე მამა, მაგრამ ძალიან მიყვარს და მიტომ გავყევი. მაგრამ შენ რომ ძალიან მოგეწონა ისეთი ბიჭია...
- შემახვედრე ერთი…
- პირობას ხომ მაძლევ რომ არაფერს დაუშავებ?
-კი, რა თქმა უნდა!..
შეხვდა სიძეს, ხელი ჩამოართვა და ეუბნება - ეს ნაბიჯი რომ გადადგი, რამე ხელობა გაქვს თავი რომ ირჩინო?-არა...
-მერე რას ფიქრობ კაცო?..ღმერთი მომცემს...
-ჰო, კაი, სახლი გაქვს? კარი გაქვს?-არა.- მერე რას ფიქრობ კაცო?- ღმერთი მომცემს.-მანქანა გყავს?-არა.-მერე რას ფიქრობ კაცო?- ღმერთი მომცემს.-კაი, გასაგებია ყველაფერი....
ჩამოართვა მეგრელმა ხელი და მიდის ქალიშვილთან. გოგო შემოახტა ისევ კისერზე...მამა ხო კაი ბიჭია, ა?
-კაი ბიჭია, კაი ბიჭია ნამდვილად. გადასარევი შეხედულების თან, მაგრამ ყველაზე მეტად ის მომეწონა ღმერთს რომ მეძახდა.....