EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ლუგარის ცენტრს რუსი მაღალჩინოსნების შემდეგ, თავად პუტინი უტევს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-10-28 16:16:54

ლუგარის ცენტრს რუსი მაღალჩინოსნების შემდეგ, თავად პუტინი უტევს
პუტინი
რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის შემდეგ, საქართველოში მოქმედი ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას ვლადიმერ პუტინი უერთდება. რუსეთის პრეზიდენტმა ცენტრის შესახებ სოჭში კლუბ “ვალდაისთან” შეხვედრაზე ისაუბრა.
 
რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Россия 24-ის ცნობით, თავდაპირველად პუტინმა ისაუბრა საქართველოს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ გახმიანებულ ინფორმაციაზე ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ “ცნობის სანდოობას ვერ განსჯის, თუმცა თუ ეს სიმართლეა, ეს აღმაშფოთებელია”.
 
“რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე კვლევები უკავშირდება გენეტიკის სფეროში უკანასკნელ მიღწევებს და შეეხო ფაქტს, რომ მუშავდება ისეთი პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ ადამიანებზე  მათი ნაციონალური კუთვნილების შესაბამისად”, – წერს ტელეკომპანია.
 
პუტინი ამბობს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები “ძაღლებსა და ვირთხებზე” უკვე ტარდება. მისი თქმით, მეორე და მესამე თაობაში უკვე ხდება ისეთი ცვლილებები, რომელთაც კარდინალურად შეუძლიათ შეცვალონ მათი თავდაპირველი სახე.
რუსეთი ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ
 
აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან(2013წ.) ხმიანდება. განსაკუთრებული აქტუალობა თემამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის პრესკონფერენციის კვალდაკვალ შეიძინა. გიორგაძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან;
 
შემდეგ – Zero Hedge-ში გამოქვეყნდა სტატია “ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ”; ეს სტატია საყურადღებოა იმითაც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს შორის საიდუმლო მიმოწერის გაჟონვაზე მიუთითებს. თუმცა საქართველოს სამართალდამცველ უწყებებს ამ დრომდე არ უთქვამთ, დაიწყეს თუ არა გამოძიება საიდუმლო მიმოწერის გაჟონვაზე.
 
პროცესში მალევე ჩაებნენ რუსეთის მაღალჩინოსნები: რუსეთის საგარეოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის საკითხის “კონტროლზე აყვანას” აპირებს; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი კი აცხადებს, რომ მოსკოვი ლუგარის ცენტრის საკითხს გაეროში წამოჭრის.
 
კამპანიას გამოეხმაურა როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისე პენტაგონი. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. პროგრამის გარე კონტროლს სწორედ ლუგარის ცენტრი ახორციელებს.  ცენტრისვე ცნობით, “ლუგარის ლაბორატორიის” საქმიანობით დაინტერესებული რუსი ექსპერტები საქართველოში არიან მოწვეულნი.
 
პენტაგონში კი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი სინამდვილეში ცდილობს მისივე ბოლოდროინდელი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას.
 
“პენტაგონი არ ქმნის ბიოლოგიურ იარაღს ლუგარის ცენტრში. ეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს და არაერთ ფრონტზე რუსეთის ცუდი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ერიკ პაჰონმა.
 
netgazeti