EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაგინალური რძიანა (კანდიდიაზი ქალებში) »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-10-28 16:25:43

ვაგინალური რძიანა (კანდიდიაზი ქალებში)

ვაგინალური-რძიანა-კანდიდიაზი

ვაგინალური რძიანას სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ურეცეპტოდ, ასევე რეცეპტით გაცემადი წამლები.
 
თუ რძიანა გქონდათ ადრეც და ფიქრობთ, რომ ის ხელახლა გაგივითარდათ, მკურნალობა შეგიძლიათ სცადოთ ურეცეპტოდ გაცემული წამლებით, ან მიმართოთ ოჯახის ექიმს.
 
 
რძიანას სამკურნალო წამლები
 
რძიანას მკურნალობენ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით (Anti-thrush medicines), რომლებიც შეიძლება იყოს საშოს-შიდა მოსათავსებელი აბი, საშოს-შიდა გამოყენების გელი, ან დასალევი კაფსულა.
 
ყველა ეს საშუალება თანაბრად ეფექტურია, თუმცა პაციენტისთვის შეიძლება რომელიმე მეთოდი უფრო მოსახერხებელი იყოს.
 
 
სოკოს საწინააღმდეგო საშოს შიდა აბები და კრემები
 
სოკოს სამკურნალოდ გამოიყენება საშოს შიგნით მოსათავსებელი აბი, რომელიც შეიყვანება სპეციალური აპლიკატორის საშუალებით. ინრტავაგინალური კრემებიც ასევე საშოს შიგნით უნდა წაისვას.
 
წამლების ძირითადი სახეობებია:
 
    კლოტრიმაზოლი (clotrimazole)
    ეკონაზოლი (econazole), მიკონაზოლი (miconazole) და ფენტიკონაზოლი( fenticonazole).
 
საშოს-შიდა აბები ძირითადად გამოიყენება ყოველდღიურად ერთიდან ექვს დღემდე. ინტრავაგინალური კრემის წასმა კი ძირითადად მხოლოდ ერთხელ არის საჭირო. მათი შესაძლო გვერდითი ეფექტებია წვის მსუბუქი შეგრძნება მსუბუქი სიწითლე და ქავილი.
 
ამ საშუალებებმა შეიძლება დააზიანოს პრეზერვატივი ან დიაფრაგმა (condoms and diaphragms), ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა მოერიდოთ სქესობრივ კავშირს, ან კონტრაცეფციის სხვა გზას უნდა მიმართოთ.
 
 
სოკოს საწინააღმდეგო კაფსულები
 
თუ პაციენტს საშოს-შიდა აბის ან კრემის გამოყენება არ სურს, სოკოს საწინააღმდეგო წამლების მიღება აბების სახითაცაა შესაძლებელი.
 
რძიანას სამკურნალოდ, ძირითადად გამოიყენება ორი სახეობა: ფლუკონაზოლი(fluconazole) და იტრაკონაზოლი (itraconazole).
 
სოკოს საწინააღმდეგო  აბების შესაძლო გვერდითი ეფექტებია:
 
    გულის რევა
    კუჭის გაღიზიანება
    თავის ტკივილი
    დიარეა.
 
 
კანის კრემები
 
თუ საშოს შესასვლელთან არსებულ კანზე აღინიშნება ქავილის და ტკივილის შეგრძნება, ზემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შეიძლება სასარგებლო იყოს სოკოს საწინააღმდეგო კრემის წასმაც, ამ ადგილებში. სოკოს საწინააღმდეგო კრემია კლოტრიმაზოლი (clotrimazole). ეს კრემები, ძირითადად ინიშნება სულ მცირე ორი კვირის ვადით, დღეში ორჯერ ან სამჯერ წასასმელად. მისი გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს კანის გაღიზიანება, ჩხვლეტის შეგრძნება ან წავილი.
 
მის ალტერნატივად შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვეულებრივი დამატენიანებლებიც. ეს საშუალებებიც შეამცირებენ სიმპტოებს და როგორც წესი არ იწვევენ გვერდით ეფექტებს.
 
ისევე როგორც სოკოს საწინააღმდეგო კრემებმა, დამატენიანებლებმაც შეიძლება დაასუსტოს პრეზერვატივი და გამოიწვიოს მისი გახევა სქესობრივი კონტაქტის დროს. ამიტომ მათი გამოყენების დროს რეკომენდირებულია სქესობრივი კონტაქტისგან თავის არიდება, ან კონტრაცეფციის სხვა საშუალებების გამოყენება.
 
 
რჩევა ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის
 
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს და გაქვთ ვაგინალური რძიანა, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს და თქვენი გადაწყვეტილებით არ დაიწყოთ მკურნალობის კურსი.
 
ექიმი ორალურ ტაბლეტებს არ დაგინიშნავთ, ისინი ბავშვისთვის საზიანოა. თქვენ გამოგიწერენ სოკოს საწინააღმდეგო საშოს-შიდა აბს ან კრემს.
 
თუკი ორსულად ხართ, ფრთხილად მოიხმარეთ აპლიკატორი, რომლის საშუალებითაც უნდა შეიყვანოთ აბი ან კრემი საშოში, რადგან ამ დროს საშვილოსნოს ყელის დაზიანების მცირე რისკი არსებობს.
 
თუ სასქესო ბაგეებზე ქავილის ან წვის შეგრძნება გაქვთ, შეიძლება სოკოს საწინააღმდეგო კრემიც დაგჭირდეთ.
 
 
ალტერნატიული საშუალებები
 
ზოგიერთი ქალი სხვა სახის არა-ტრადიციულ მკურნალობის მეთოდებს მიმართავს, როგორიცაა ჩაის ხის ზეთით აბაზანის მიღება ან პრობიოტიკების ან მისი დანამატების ჭამა, ან პრობიოტიკული იოგურტის გენიტალიებზე წასმა.
 
თუმცა იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ეს მეთოდები რაიმე სახის დახმარებას გაგიწევთ არ არსებობს. ასევე ამ საშუალებებმა ზოგჯერ შეიძლება პირიქით გააღიზიანოს კანი.
 
პრობიოტიკებს დიდი ალბათობით არ ექნება გვერდითი ეფექტები, მაგრამ მათი ეფექტურობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.
 
 
higia.ge