EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ისტორიული ფაქტია, როცა ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2018-10-28 20:34:07

ისტორიული ფაქტია, როცა ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა
ლიქოკელი

ისტორიულ ფაქტია, როცა ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს ფაქტი ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ალბათ ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მე-20 საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ეს უკანასკნელი თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმ ხანად, რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად თვალწინ შემდეგი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა “პრესტიჟის” ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისაკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ოთხად გაჭრილა. ბოლოს და ბოლოს ლიქოკელი ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ.

 
წყარო ყველაფერი #ხევსურეთის შესახებ.