EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სატელეფონო სიმ-ბარათება, შესაძლოა ID ბარათის ფუნქცია შეიძინოს »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: lolipop

თარიღი: 2018-11-03 15:06:47

სატელეფონო სიმ-ბარათება, შესაძლოა ID ბარათის ფუნქცია შეიძინოს

SIM Card

სატელეფონო სიმ-ბარათი ID ბარათის ფუნქციას შეიძენს, აღნიშნული პროექტის დანერგვაში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფრანგული კომპანია დაეხმარება. სწორედ მისგან შეიძენს სახელმწიფო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას. 5,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში, ფრანგული IDEMIA FRANCE-ს გარდა, კიდევ სამი ქართული და ერთიც თურქული კომპანია მონაწილეობდა, თუმცა ყველა მათგანმა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. საბოლოოდ გამარჯვება IDEMIA FRANCE-ს დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეთავაზება ყველაზე მაღალი ფასის იყო - 4,8 მილიონი ლარი. კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში უნდა გაფორმდეს.
 
პროგრამის დანერგვის შემდეგ მოქალაქეებს სატელეფონო სიმ-ბარათებზე პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩატვირთვისა და შემდგომ მისი გამოყენების საშუალება ექნებათ. სიმ-ბარათი ID ბარათის ანალოგიურ ფუნქციებს შეიძენს, მასში ჩაიტვირთება ყველა პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემი და მოქალაქეს სურვილის შესაბამისად საშუალება მიეცემა გაიაქტიუროს ასევე ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციაც. პროექტის საშუალებით, ასეთი მობილური სიმ-ბარათის მფლობელს პირადობის მოწმობის ტარება აღარ დასჭირდება.
 
 
წყარო: bm.ge