EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« კლიტორი, ორგაზმი ქალებში »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2018-11-05 18:42:37

კლიტორი, ორგაზმი ქალებში

Orgasm

ორგაზმი - ეს არის სექსუალური აღგზნების კულმინაცია, რომლიც დაკავშირებულია უდიდეს სიამოვნებასთან. რა არის განსაკუთრებული ქალის ორგაზმში? 
 
ორგაზმის საწყის ეტაპს ქალბატონებისათვის წარმოადგენს საშოს, მიდებარე ქსოვილების და ანუსის კუნთების რიტმული შეკუმშვა-მოდუნება. თითო შეკუმშვა-მოდუნებს სჭირდება დაახლოებით 0,8 წამი და მათი რაოდენობა მერყეობს 3 დან 20 მდე.
 
კლიტორი – ლათ. Clitorido (ვუღუტუნებ), ბერძ. Cleiein(დახურვა) – კენტი სასქესო ორგანო და ქალის ორგანიზმის ყველაზე ეროგენული ზონაა, მამაკაცის პენისის ანალოგი, მაგრამ მამაკაცის სასქესო ასოსგან გასნხვავებით შარდსადენ მილს არ მოიცავს. მდებარეობს დიდი სასირცხვო ბაგეების შესართავთან, ამობრუნებული ლათინური Y-ს ფორმა აქვს. კლიტორი შედგება თავის-ლათ. glans clitoridis , ორი კავერნული სეულისა -ლათ. corpus clito­­­­ridis , და ორი ფეხისგან – ლათ.  crura clitoridis . სექსის დროს ის სიამოვნების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
 
კოიტუსის გარდა კლიტორის სტიმულაციითაც შეიძლება ორგაზმის მიღწევა. კლიტორი შეიცავს მრავლობით ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებს: სისხლით მარაგდება კლიტორის უკანა და კლიტორის ღრმა არტერიებით. ვენური უკუდინება – კლიტორის ღრმა დორსალური და ზედაპირული დორსალური ვენები. ინერვირებულია კლიტორის დორსალური ნერვით.
 
ინკები XV-XVI
 
ინკები თვლიდნენ, რომ კლიტორი ქალის მამაკაცური საწყისი იყო და ამიტომ მის შემოჭრას ახდენდნენ. ეს ოპერაცია ტარდებოდა ინკების იმპერიაში, მის დედაქალაქ კუსკოში, სადაც იყო ტაძარი ამარუკანჩა. (პირველი ქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა ინკების იმპერიაში).
 
კლიტორის ზომები
 
კლიტორის ზომები ინდივიდუალურია. კლიტორის თავის საერთო სიგრძე მერყეობს და 4-5 მმ-დან 1 სმ-მდეა. დიამეტრი 2 მმ-დან 20 მმ-მდეა. და მთლიანი სიგრძე კი 8 სმ-დან 20 სმ-მდეა. მისი ზომები არანაირად არ არის კავშირში სექსუალურ აგზნებასთან.
 
ორგაზმის მექანიზმი.
 
ეროგენული ზონების სტიმულაციით, ნერვული დაბოლოებები აგზავნიან იმპულსებს ტვინში, ხოლო ტვინი თავისთავად გადააწვდის ინფორმაციას სხეულის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგაზმზე. 
 
კლიტორი წარმოადგენს მთავარ ორგანოს, რომლის სტიმულაციაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერი სახის ორგაზმის მისაღწევად. ქალების 60% იღებს ორგაზმს მხოლოდ კლიტორის სტიმულაციით. ავსტრალიელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქალებში ვაგინალური ორგაზმის მიღწევის დროს, კლიტორი ყოველთვის მაქსიმალურადაა აღგზნებული. 
 
ორგაზმი და სტრესი. 
 
პროცესში უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ჩვენი ინსტიქტები და ემოციები. ლიმფური სისტება, თავის ტვინი და ზურგის ტვინი აგზავნიან სტიმულატორ ნივთიერებებს და ელექტრო იმპულსებს, რომლებიც იწვევენ კუნთების რიტმულ შეკუმშვა-მოდუნებას, სისხლძარღვების გაფართოებას, აჩქარებენ სისხლის მიმოქცევვას და გულის ცემას... ყველაფერი ეს წარმოადგენს სტრესის სიმპტომებს და საპასუხოდ ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს, ბედნიერების ჰორმონებს, რომელიც საბოლოოდ იწვევს სიამოვნების შეგრძნებასა და მოდუნებას. 
 
ქალბატონებს ისევე, როგორც მამაკაცებს შეუძლიათ ორგაზმის განცდა ძილის დროს. კვლევების მიხედვით ქალების 30% ორგაზმს სწორედ, რომ ძილის დროს აღწევს. 
 
ანატომია
 
კლიტორი ქალის სასქესო ორგანოებში ასეა განლაგებული :
 
კლიტორის ჩუჩა;
კლიტორის თავი;
ურეტრა;
ვულვის კარიბჭე;
მცირე სასირცხვო ბაგეები;
საშოს შესავალი;
დიდი სასირცხვო ბაგეები;
შორისი.
კლიტორი ორი კავერნოზული სხეულის, თავის, ფეხებისა და ბოლქვებისაგან, შედგება. კლიტორის სხეულის კავერნოზულ ნახევრებს გარს ეკვრის ბოჭკოვანი მემბრანა, რომელსაც ემაგრება გლუვკუნთოვანი და ელასტიური ბოჭკოები. ურეტრის ზემოთ კავერნოზული სხეულები ორ ფეხად იყოფიან, მერე შარდსადენს და ვაგინას შემოუვლიან და ბოლქვებით სრულდებიან. იქმნება კლიტორუ-ურეტრო-ვაგინალური კომპლექსი. კლიტორის სხეული უკავშირდება ბოქვენ-ლაგამის ტოტებს ფუძით, კლიტორის თავსა და კავერნოზული სხეულების შიგნით იქმნება ნერვული დაბოლოებების კომპლექსი როცა კლიტორის ფეხები უმაგრდებიან მცირე ზომის ლაგამ-კავერნოზულ კუნთებს.
 
როგორც უკვე ვახსენეთ, ქალის ორგანიზმში ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი კლიტორია. ზოგიერთი ქალს კლიტორი იმდენად მგრძნობიარე აქვს, რომ მისი პირდაპირი სტიმულირება (მასტურბაცია ან კუნილინგუსი) უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. კლიტორის თავი დაფარულია კანის ნაოჭით - კლიტორის ჩუჩით. მშვიდ მდგომარეობაში თავის არ ჩანს, ან კიდევ მისი პატარა ნაწილი ჩანს. სქესობრივი აგზნების დროს კი თავი გამოდის წინ კლიტორის აგზნების გამო.
 
კლიტორის ლაგამი არის კანის ნაოჭი, რომელიც მცირე სასირცხვო ბაგეების წინა ბოლოებთან მდებარეობს.
 
კლიტორის ჩუჩა გარეგანი დათვალიერებით კარგად ჩანს, მაგრამ ზოგ ქალს იმდენად დიდი სასირცხვო ბაგეები აქვს რომ იგი არ ჩანს. ინტიმური პირსინგის ძირითად ადგილსაც კლიტორის ჩუჩა წარმოადგენს.
 
კლიტორი სექსის დროს
 
ქალებისთვის მთავარი ეროგენული ზონა კლიტორია. კოიტუსის დროს პირდაპირი ზემოქმედება მამაკაცის სასქესო ასოთი არ ხდება. მისი სტიმულირება სასირცხვო ბაგეების დაჭიმვით და მოძრაობით ხდება. კლიტორის აგზნებას გამოხატავს სეკრეტორული სითხის არსებობა. ეს სეკრეტი ქალის სასქესო ორგანოებიდან გამოიყოფა აგზნების დროს. ორგაზმამდე კლიტორი მცირდება ზომაში, რაც მას იცავს შემდგომი სტიმულირებისგან. სხვა თეორიის თანახმად ის იმიტომ მცირდება, რომ ძალიან მგრძნობიარეა და სექსის შემდგომ მასზე ნებისმიერი ზემოქმედება დისკომფორტს გამოიწვევს. ორგაზმის შემდეგ, 5-10 წამის შემდეგ კლიტორი თავის ზომას უბრუნდება.
 
სქესობრივი აგზნების დროს ზოგიერთ ქალს კლიტორის ზომა არც ეცვლება, მაგრამ ზოგის კლიტორი კი 2-ჯერ იმატებს ზომაში. და მამაკაცის სასქესო ასოს სწრაფი აგზნებისგან განსხვავებით, კლიტორი სტიმულაციით 20-30 წამის შემდეგ იგზნება.
 
 
ქალბატონებისათვის, რომლებიც რეგულარულად განიცდიან ორგაზმს (სექსით, მასტურბაციით), მკერდის სიმსივნეთი დაავადების რისკი 15% მცირდება, ასევე 15% მცირდება ღრუ ორგანოების სიმსივნეთი დაავადების ალბათობა, მიოკარდიუმის - 12,7%, ინსულტით - 10%, ხოლო ალცჰეიმერით დაავადების რისკი 19,2% მცირდება.