EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჰაიპერლუპი – ტრანსპორტირების ახალი საშუალება, რომლის სიჩქარეც ბგერის სიჩქარეს აღემატება »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: admin
თარიღი: 2018-11-05 19:12:02
ჰაიპერლუპის კონცეფცია Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურ დირექტორს, ელონ მასკს ეკუთვნის. ეს არის ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ისეთ სირთულეებს უვლის გვერდს, როგორებიცაა საწვავის დანახარჯი, მგზავრობის დრო და ამინდი. ჰაიპერლუპი სპეციალურ მილებში მოძრავი კაფსულისებრი ტრანსპორტია, რომელიც დაბალი წნევის მქონე მილებში მოძრაობს და საათში 1 223 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.
როგორც ჩანს, ილონ მასკის ამ იდეის რეალიზაცია პირველად აბუ დაბიში მოხდება. ამერიკული კომპანია „ჰაიპერლუპ ტრანსპორტეიშენ ტექნოლოჯიზ“ ჰაიპერლუპის ტრასის აშენებას 2019 წლის მესამე კვარტალში გეგმავს.
„ჰაიპერლუპ ტრანსპორტეიშენ ტექნოლოჯიზ“-მა აპრილში ხელშეკრულება გააფორმა აბუ-დაბის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია „ალდარ პროპერტიზთან“, რომელიც დუბაისთან, საზღვრის მახლობლად ჰაიპერლუპის 10-კილომეტრიან მონაკვეთს ააგებს. გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიას აბუ დაბისთან გაფორმებული აქვს კონტრაქტი, რომლის შესაბამისადაც, ახალი ტიპის ზესწრაფი ტრანსპორტის სისტემა ომანის საზღვრის მიმართულებით აშენდება.