EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ჟელკო რაჟნატოვიჩი - ცნობილი მთელ სერბეთში სახელით »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: admin
თარიღი: 2018-11-06 03:52:02
ახალგაზრდობაში ის ძარცვავდა ბანკებს მთელი ევროპის მასშტაბით და ჩუქნიდა მოლარეებს ყვავილებს, რის გამოც მიიღო მეტსახელი "მძარცველი ვარდით". რამდენიმეჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა, შედიოდა ინტერპოლის მიერ ძებნილ ყველაზე საშიშ დამნაშავეთა ათეულში. ასევე ის წარმატებით "ნადირობდა" ალბანური ნარკომაფიის ავტორიტეტებზე.
ის ფეხმურთის დიდი მოყვარული და საფეხბურთო კლუბ „ცრვენა ზვეზდას" ულტრასების ლიდერი იყო. ხორვატიაში გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის და არეულობების დროს ის დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში. ჟელკომ შურისძიების მიზნით ხორვატიის პრეზიდენტის BMW პირდაპირ მისი რეზიდენციიდან გაიტაცა.
ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს მან ულტრას გულშემატკივრებისგან შეკრიბა რაზმი და სრაფადვე გადააქცია ის დიდ და ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფად, რომელმაც მიიღო სახელი „არკანის ვეფხვები". არკანმა რაზმი ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ ქვედანაყოფად აქცია, ასევე სრულიად აკრძალა ალკოჰოლის მოხმარება - "სმთვრალეში ჩადენილი გმირობები მე არ მჭირდება".
ჟელკო ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობდა უბრალო მოსახლეობაში, შეიძლება ითქვას საომარი ვითარების დროს, რამდენიმე წარმატებული ოპერაციის განხორციელების შემდეგ, მისი ქვედანაყოფის მიერ გადარჩენილი სერბები მას ხელებს უკოცნიდნენ. მას ჰქონდა სურვილი საკუთარ გვარდიას ცოცხალი სიმბოლოები ჰყოლოდა, შედეგად ბელგრადის ზოოპარკიდან რამდენიმე ვეფხვის ბოკვერი აიყვანა და სულ თან დაჰყავდა ისინი. ამერიკელი ჟურნალისტების მტკიცებით არკანის ქვედანაყოფმა ჩაიდინა რამდენიმე სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი ბოსნიელების წინააღმდეგ.
არკანი დაქორწინდა სერბეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომღერალ ქალზე. ჰყავდა 9 შვილი. ის ეწეოდა სქველმოქმედო საქმიანობას, შეიძინა რამდენიმე ბინა ინვალიდებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მქომედბებეში, ასევე მან შექმნა ფონდი "მესამე ბავშვი" მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად. ის გახდა ნაკლებდა ცნობილი საფეხბურთო კლუბის "ობილიჩის" მფლობელი და ერთ წელიწადში ეს კლუბი სერბეთის ჩემპიონი გახდა.
ის გეგმავდა პრეზიდენტ მილოშევიჩის დამხობას და ოცნებობდა დაებრუნა სერბეთი მეფეებისთვის კარაჯორჯიჩების შტოდან.
2000 წლის 15 იანვარს ის მოკლა დაქირავებულმა მკვლელმა. მის გასვენებაში ათასობით ადამიანი მივიდა, ხოლო პატარა ბავშვებს ხელით დაჰქონდათ ვეფხვის ბოკვერები.