EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გენეტიკური დისკი და მისი საიდუმლო »

კატეგორია: უცნაური

ავტორი: admin

თარიღი: 2018-11-12 01:06:33

გენეტიკური დისკი და მისი საიდუმლო

კოლუმბიის ტერიტორიაზე ნაპოვნ ქვის დისკს, რომელსაც გენეტიკური დისკი დაარქვეს, 27 სანტიმეტრის დიამეტრი აქვს და იწონის 2 კგ-ს. ორივე მხარე დაფარულია ნაყოფის განვითარების   ყველა სტადიის გამოსახულებებით. ამ პროცესს ახლა ექიმები სპეციალური აღჭურვილობით ახერხებენ.  საიდან ჰქონდათ ასეთი მონაცემები ექვსი ათასი წლის წინ? რა ცოდნას ფლობდნენ  ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციის წარმომადგენლები?
 
კოლუმბიელი პროფესორი ჰაიმე გუტიერეს ლეტა ათეული წლებია აგროვებს  უძველეს ნივთებს. მისი კოლექციის უმეტესი ნაწილი აღმოჩენილია ნაკლებად შესწავლილ და რთულად მისასველ სუტატაუსას რაიონში, რომელიც კუნდინამარკას პროვინციაშია. ამ კოლექციაშია: ქვები ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებით, ასევე ნაკეთობები უცნობი სიმბოლოებითა და  უცნობ ენაზე შესრულებული წარწერებით.
 
გენეტიკურ დისკად წოდებული ექსპონატი დამზადებულია ლიდიტის ქვისგან. ეს ქვა მოიპოვებოდა ლიდიაში-მცირე აზიაში.  მინერალი სიმყარით გრანიტს უტოლდება, მაგრამ აქვს ფენოვანი სტრუქტურა და მისი დამუშავება რთულია.  ის დარლინგიტის, მელინიტის სახელებითაცაა ცნობილი. აქვს ხასხასა ფერი. ჯერ კიდე ანტიკური დროიდან მოყოლებული იყენებდნენ მას სამკაულებისა და მოზაიკის დასამზადებლად. მაგრამ მასზე რაიმეს ამოკვეთა თანამედროვე იარაღითაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის საშუალებას მისი ფენოვანი სტრუქტურა არ იძლევა. მიუხედავად ამისა, გენეტიკური დისკი დამზადებულია სწორედ ამ მინერალისგან. გამოსახულებები უფრო შტამპს ჰგავს ვიდრე ამოკვეთილ ნამუშევარს.
 
მეორე გამოცანა-რომელ კონკრეტულ ადგილზე იქნა დისკი აღმოჩენილი. პროფესორმა ლეტამ დისკი ადგილობრივი მაცხოვრებლისგან შეიძინა. ის კი ირწმუნებოდა, რომ ნივთი აღმოაჩინა ქალაქ სუტატაუსას მახლობლად. მაგრამ ყველასთვის კარგად ცნობილ ერიხ ფონ დენიკენს მიაჩნია, რომ დისკი შიძლება იყოს მღვდელ კარლო კრესპის (მისიონერი) იშვიათი კოლექციიდან. კრესპი XX საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა ეკვადორში. საკუთარი მრევლის დახმარების მიზნით, ის მინდვრებსა და ჯუნგლებში ნაპოვნ  ძველ ნივთებს ყიდულობდა მათგან.
 
თავად კრესპი არასოდეს აღრიცხავდა შეძენილ ნივთებს. მაგრამ ცნობილია, რომ მის კოლექციაში იყო ისეთი ნივთები, რომლებიც მეცნიერებისთვის  ცნობილ სამხრეთ ამერიკის არცერთ ცივილიზაციას განეკუთვნებოდა.  მღვდლის გარდაცვალების შემდეგ, ზოგიერთი ძვირფასი ნივთი მისი კოლექციიდან გადაიტანეს ვატიკანში, ზოგიერთი კი გადააგდეს. მღვდლის სიტყვებით ადგილობრივები ნახატებით დაფარულ ქვებს პოულობდნენ ეკვადორის ქალაქ კუენკას მახლობლად. კრესპი ასევე ამტკიცებდა, რომ კუენკადან ჯუნგლებისკენ გადაჭიმული იყო მიწისქვესა გვირაბების 200 კილომეტრიანი სისტემა. მოგვიანებით ამ გვირაბებზე წერდა აგრეთვე ერიხ ფონ დენიკენი.
 
არანაკლებ კითხვებს აჩენს დისკზე არსებული გამოსახულებები. მასზე ორივე მხარეს ზუსტადაა ასახული ადამიანის ამქვეყნად მოვლენის პროცესი. ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოები, ჩასახვის მომენტი, ჩანასახის განვითარება საშვილოსნოში, ბავშვის დაბადება. დისკზე გამოსახული ადამიანების რასის გარკვევა შეუძლებელია.
 
დისკის გარდა გუტიერესის კოლექციაში ლიდიტისგან დამზადებული სხვა ნივთებიცაა. ასეთია მრავალფიგურიანი სტატუეტი, რომელზეც ერთი მხრიდან ქალი და ბავშვია,  ხოლო მეორე მხრიდან მონადირე მამაკაცი.
 
disk1
disk2
 
ასევე უცნაური დანა. სახელურზე გამოსახულია დედის თავი, ქვემოთ კი ბავშვის თავი, რომელსაც შემოხვეული აქვს ჭიპლარი. სავარაუდოდ ამ დანას იყენებდნენ  ჭიპლარის გადასაჭრელად ან მძიმე მშობიარობისას. დანა ისეა გაკეთებული, რომ მასზე დაწოლა მოსახერხებელია მხოლოდ ერთი დიდი თითით და არა მთელი ძალით, რაც ბევრად უსაფრთხოა ბავშვისთვის.
 
ნივთებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც აშკარად გამოიყენებოდა სამედიცინო მიზნით. ისინი გამოირჩევა მეტისმეტად დახვეწილი ფორმებით. სპეციალისტების აზრით ჩვენს დროში შეუძლებელია ასეთი მასალისგან  მსგავსი სრულყოფილი ინსტრუმენტების დამზადება.
Avalon-Klaus-Dona-Skryitaya-istoriya-CHelovecheskoy-Rasi
Avalon-Klaus-Dona-Skryitaya-istoriya-CHelovecheskoy-Rasi
Avalon-Klaus-Dona-Skryitaya-istoriya-CHelovecheskoy-Rasi
Avalon-Klaus-Dona-Skryitaya-istoriya-CHelovecheskoy-Rasi
 
რაც შეეხება გენეტიკური დისკის თარიღს, კოლუმბიის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარებული გეოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ის პრეისტორიულ ხანას განეკუთვნება და მოცემული ნივთების გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. მკვლევარებმა მისი ასაკი ექვსი ათასი წლით დაათარიღეს.